1 3 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,რუსეთი კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს"

ჩამოტვირთვა

"რუსეთი კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს," – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ტელეკომპანია Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას.

„ბევრი ქართველი იძულებული იყო, დაეტოვებინა საკუთარი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მტკიცედ დგას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები