1 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შსს ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად ახალი ტიპის მოწყობილობას შემოიტანს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად ახალი ტიპის მოწყობილობის შემოტანას გეგმავს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი მოწყობილობის შესაძენად, რომელიც შემოწმების პროცესს უფრო ჰუმანურს გახდის.

„ვმუშაობთ, რომ ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების პროცესი გახდეს უფრო ჰუმანური, მათ შორის იმაზე, რომ შევიძინოთ შესაბამისი მოწყობილობა“, – აცახდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, იქნება თუ არა ახალი მოწყობილობა პორტატული და შესაძლებელი იქნება თუ არა მოქალაქეების ადგილზე, ალკოტესტის მსგავსად შემოწმება.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები