1 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი როგორც პრეზიდენტი, ძალიან სასაცილო ფენომენი იქნება თვითონ "ქართული ოცნებისთვის"

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა დიდი ხანია უნდა - ამტკიცებს გია ხუხაშვილი. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ამ პოსტის დაკავებაში დახმარების თხოვნით მას ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს მიმართა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, ის დამოუკიდებელი კანდიდატი ვერ იქნება და საპრეზიდენტო მარათონში ოპოზიციას გამარჯვების შანსი მიეცემა.

"სრული ფარსია რაღაც "ქართული ოცნების" რიტორიკა, რომ ისინი ოპოზიციას უჭერენ მხარს, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია იქცა აქტივისტად "ქართული ოცნების." საინტერესოა რა ფინანსური სქემით მიიღებს ის ამ ყველაფერში მონაწილეობას, ასე რომ მხიარული ცხოვრებით ცხოვრება გველის წინ, თავი რომ გავანებოთ იმას რომ სალომე ზურაბიშვილი როგორც პრეზიდენტი, ძალიან სასაცილო ფენომენი იქნება თვითონ "ქართული ოცნებისთვის"-აცხადებს გიორგი ხუხაშვილი.

"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე კი განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუკეთებია "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო განცხადებები, შესაბამისად კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, ის დამოუკიდებელი ვერ იქნება. 

"თუ ქართული ოცნება დაუჭერს ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს, ძალიან გაუჭირდება მას არჩევნების მოგება, ჩემი აზრით ძალიან კარგი შანსი ექნება ოპოზიციას,"-აცხადებს ნოდარ ხარშილაძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები