1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გახდა

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გახდა.

საკანონმდებლო ორგანომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

დეპუტატებს შალვა თადუმაძის ბიოგრაფია მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ გააცნო, რის შემდეგაც კანონმდებლებმა კანდიდატურას ფარული წესით კენჭი უყარეს.

შალვა თადუმაძეს მხარი101 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ორი წავიდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე ექვსი წლის ვადით დაინიშნა. შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც დაკავებული თანამდებობა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ დატოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები