0 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მე შეიძლება ბოლოჯერ მეძლევა თქვენს წინაშე გამოსვლის საშუალება ამ რანგში"

ჩამოტვირთვა

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. წულუკიანს იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

მისი თქმით, ოპოზიცია მისი მინისტრობით უკმაყოფილოა იმის გამო, რომ სასამართლოში საკუთარი მიზნების მიხედვით ვეღარ ალაგებენ საქმეებს.

„მთავარი შედეგი იცით რა არის? მე შეიძლება ბოლოჯერ მეძლევა თქვენს წინაშე გამოსვლის საშუალება ამ რანგში, მთავარი ეფექტი, ბატონო ზაქრო, ის არის ამ რეფორმების, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი დანაყოფები, მერე რომ პარტიებად ჩამოყალიბდნენ, სასამართლოებს ამ რეფორმების წყალობით ვეღარ ალაგებენ ისე, როგორც თვითონ უნდათ. ამიტომ არიან უკმაყოფილოები ამ რეფორმებით და იქნებ უმრავლესობაში ამ კუთხით დაიწყოთ ანალიზი“- აცხადებს თეა წულუკიანი.

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ძველი მთავრობის წევრებს უსმენენ, როგორც ცნობილია მათი მოხსენებები ფორმალური ხასიათისაა. განახლებული გეგმა და მთავრობის შემადგენლობა ახალმა პრემიერმა სამ კვირაში უნდა დაასახელოს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები