2 1 : 2 2
 | 

პოლიტიკა

სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება


"მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება," – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას, რომლის მთავარი პრინციპი მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც თავის თავში გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ სამთავრობო სტრუქტურებს.

„ჩვენ მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება.  
სტრუქტურული ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხებამსგავსი: სტრუქტურული ცვლილებები ექვს სამინისტროს...ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს. ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში, სამწუხაროდ, ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ  პარლამენტის წინაშე ნდობით მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, დასრულდება კონსტულაციები პარლამენტში, ეს პროცედურა – განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე, ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.მისივე თქმით, დროის დაზოგვის მიზნით, საპარლამენტო გუნდს სთავაზობს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროის დაზოგვის პროცედურული ფორმალიზმისა და დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, მე დღეს შევთავაზე ჩვენს საპარლამენტო გუნდს, დაიწყონ კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროებულ ვადებში გავიაროთ, ხოლო სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობის დეტალური განხილვა მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოხდეს, როდესაც პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად წარდგებიან უშუალოდ ის მინისტრები, ვინც ჩემთან ერთად უნდა იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ სამთავრობო პროგრამა სრულად არის მზად და დღეს დადგენილი პროცედურის თანახმად, განსახილველად შევა პარლამენტში. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსი შედგება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მამუკა ბახტაძეს დღეს აღნიშნა, რომ მთავრობაში რამდენიმე ახალი სახე იქნება, თუმცა კონკრეტულ პირებზე არ უსაუბრია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები