1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეკა ბესელიას პასუხი სარალიძეს - ,,ბატონო ზაზა, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის იმ მოთხოვნას ეხმაურება, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობიდან ბესელიას აცილებას ეხება. 

ეკა ბესელიამ ზაზა სარალიძეს სოციალური ქსელით უპასუხა. 

„ბატონო ზაზა, კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს.

ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან!

მე არცერთ ეთერში და მათ შორის „რუსთავი 2-ის“ ეთერში სადაც თქვენც იყავით არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას.

ნაც. მოძრაობას, რასაც ვეუბნები ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ!

ძალიან უცნაურია იმ კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და ევროპული საქართველოს, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას.

ეს უკვე მართლაც ბევრის მთქმელია ჩემთვის...“ - აღნიშნულია ეკა ბესელიას განცხადებაში.

ზაზა სარალიძე ითხოვს, დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ეკა ბესელიამ დატოვოს. მისი თქმით, თუ კომისიის შემადგენლობაში ეკა ბესელია იქნება, ის კომისიასთან არ ითანამშრომლებს.

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, მუშაობას დღეიდან შეუდგა.

კომისიაში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს, რომელსაც "ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები