0 3 : 1 5
 | 

პოლიტიკა

ზაზა სარალიძე: "შს მინისტრმა გააკეთოს ბრიფინგი, რასთან დაკავშირებით იკითხებოდა მირზა სუბელიანი"

მქონდა იმედი, რომ გონს მოვიდოდნენ და მირზა სუბელიანს ბრალდებას წაუყენებდნენ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ „ტვ პირველის“ ეთერში, მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა 9 საათიანი გამოკითხვის შემდეგ შსს დატოვა.

„რას ჰქვია გაუთქმელობაზე ხელის მოწერა, მე ვეღარ ვხვდები. პირიქით, საზოგადოება დაინტერესებულია, რა ხდება და რასთან დაკავშირებით მიდიოდა მირზა სუბელიანის დაკითხვა. 

მე მაგათთვის ულტიმატუმი არ წამიყენებია, რომ ჩუმად აწარმოონ ეს საქმე. 6 თვე ჩუმად აწარმოეს და შედეგიც მივიღეთ. გაუთქმელობაზე კი არა, თვითონ შს მინისტრმა გააკეთოს ბრიფინგი, რასთან დაკავშირებით იკითხებოდა მირზა სუბელიანი და რა გამოიკვლიეს“, - განაცხადა სარალიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები