1 0 : 2 4
 | 

პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქს  85 წლის იუბილეს ულოცავს.

"დღეს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების 85 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მინდა მოვიხარო ქედი მისი უწმინდესობის იმ ფასდაუდებელი და თავდადებული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის 40 წლის განმავლობაში გასწია.

მისი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი; მისი ქადაგება კი, სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. 

ნამდვილად ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს.
მინდა ვუსურვო მის უწმინდესობას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს მოღვაწეობა ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ,"-ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები