0 8 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზაზა ჩაჩანიძე - ,,ბორჯომში თითქმის ყველა უბანზე ძალოვანი უწყების თანამშრომლები არიან მობილიზებულნი"

თითქმის ყველა უბანზე მობილიზებულნი არიან ძალოვანი უწყების თანამშრომლები, განსაკუთრებით სოფლებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია ”პატრიოტთა ალიანსის” ბორჯომის მერობის კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ განუცხადა. 

ჩაჩანიძის განცხადებით, ეს ქმნის საარჩევნო უბნებში სერიოზულ პრობლემას. ის იმედს გამოთქვამს, რომ დღის განმავლობაში ამომრჩეველს შესაძლებლობა მიეცემა საკუთარი აზრი თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს. 

”პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალადობაშიც ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ბორჯომის რაიონში ძალადობის ფაქტებს ადგილი არ ექნება.

”მე ხმა მივეცი, რომ ბორჯომში აღარ იყოს ძალადობა და დაიწყოს აღმშენებლობა. ყველა საარჩევნო უბანზე, განსაკუთრებით სოფლებში მობილიზებულნი არიან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. მე ვერ გეტყვით, ეს ზუსტად რა სახეს მიიღებს, ან კონკრეტულად რომელ უწყებას წარმოადგენენ ეს ადამიანები, თუმცა მათი განსაკუთრებული მობილიზების შემჩნევა ჟურნალისტებსაც შეგიძლიათ. მე ვიმყოფებოდი ახალდაბის და სოფელ ზანავის საარჩევნო უბნებზე, სადაც მათი განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ვამოწმებ ინფორმაციას და მოგვიანებით განცხადება გაკეთდება”, - განაცხადა ზაზა ჩაჩიბაიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები