საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს, შესაძლოა, ოპერაციის ფასებზე მოქმედი რეგულაციები შეეცვალოს
2017-11-08 16:14:10
საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს სახელმწიფომ, შესაძლოა, ოპერაციის ფასებზე დღეს მოქმედი რეგულაციები შეუცვალოს. 2013 წლიდან სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს ფასები, თუმცა, პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს საკითხზე, რომ სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწოს.
დავით სერგეენკოს განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ფასების რეგულაციასა და განახლებაზე მუდმივად მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით რა ცვლილებებზეა საუბარი, მინისტრი არ აკონკრეტებს. სერგეენკო აცხადებს, რომ რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით მედიაში ინფორმაცია არასწორად გავრცელდა.
საუბარია ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაზე, აკაკი ზოიძემ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ პროგრამაში ჩართულ კლინიკებს სპეციალური ზღვარი დაუწესდებოდათ, თუმცა დღეს დეპუტატმა ეს განცხადება "მოამბესთან’’ საუბარში უარყო და განმარტა, რომ საუბარი მხოლოდ არსებული პროგრამის დახვეწაზეა.
✅რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა 🟨ზესტაფონის შემოვლითი ...
"27-იდან მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის! “- განმარტავს ექსპერტუ გიგი გიგიაძე, რომელიც იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ვიზალ...
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 ...
‘800 კაცის ჩამოყვანა დაგვავალეს” – ამის შესახებ, მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქართული ოცნების წევრმა, ლევან სურმავამ “მთავარი არხის” ჟურნალისტს განუცხადა, რომ...
“დინამო თბილისი მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად” – ასე პასუხობს, დინამო თბილისის პრეზიდენტი, რომან ფიფია პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის კრიტიკას, რომელმაც გან...
“მე მესმის თქვენი იმედგაცრუების, რომ კულტურის სამინისტროს სისტემაში 30-მდე თეატრია, უფრო მეტია რა თქმა უნდა ქვეყანაში თეატრები და თქვენ ხედავთ 2 თუ 3 თეატრს, რომელიც უერთდება, 30 თეატ...
მინდა, მივმართო ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ხვალინდელი დღე, თავისუფლება და სუვერენიტეტი – 29 აპრილს პარლამენტთან მოდით. შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერ...
კომენტარები