1 4 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თათია დოლიძე თავის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩი თათია დოლიძე თავის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება სოციალურ ქსელში. 

"როგორც კი ვნახე, რომ პოსტი წაშლილი იყო თავისივე კომენტარებით, მაშინვე მივხვდი, რომ ამის თქმას აპირებდნენ. ყალბიაო! ათასობით ადამიანს მაინც არ ენახა.ვაი თქვენს კაცობას!არ მინდოდა, მაგრამ იძულებული ვარ მოგიწოდოთ ყველას, რომ აქ კომენტარებში დადოთ ყველა სქრინი, რაც დაგიგროვდათ. სირცხვილი თქვენ !"-წერს თათია დოლიძე.

შეგახსენებთ რომ გუშინ  ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო ემუქრებოდნენ.Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "ქართველთა მარშის" შესახებ Facebook-ში სტატუსი გამოაქვეყნა, შეურაცხყოფას აყენებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები