1 3 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კობახიძის განცხადების გამო მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს წარმომადგენელი დაიბარეს

მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“მოლდოვურმა მხარემ ღრმა უკმაყოფილება გამოხატა დამახინჯებული და არასათანადო მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავის საჯარო გამოსვლაში ეხება მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის თემას”, - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, 7 ნოემბერს კობახიძემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ “თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვაში”.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები