„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც...
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბარდასი“ ადგილობრივების საყვარელი ადგილია. საკანცელარიო ნივთების, წიგნების, სუვენირებისა და აქსესუარების ფართო არჩევანთან ერთად, „ბარდას...
|
Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო. მაო გოშაძისა და მარიამ ხოსიტაშვილის ეკიპაჟმა ამჯერადაც გამორჩეულად იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
პილოტმა მაო გოშაძემ სათავგადასავლო რალიში ნათლულთან, მარიამ ხოსიტაშვილთან ერთად იასპარეზა. ეკიპაჟი #52 Rally Adventure Georgia-ში უკვე მეოთხედ გამოდის, ამ შემადგენლობით კი მეორე წელია მონაწილეობს. მარიამ ხოსიტაშვილი შტურმანის პოზიციაზე პირველად შარშან გამოჩნდა.
Rally Adventure Georgia-ში წელს 14-მა ეკიპაჟმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებამ სტარტი 5 ოქტომბერს თბილისიდან აიღო და ერთ კვირას გაგრძელდა. რალის მარშრუტი ყოველწლიურად იცვლება, წელს ასეთი იყო: თბილისი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, დუშეთი, უფლისციხე, ბაკურიანი, ზემო აჭარა და ბათუმი. წელს ორგანიზატორებმა შეჯიბრებაში მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანეს: სათავგადასავლო რალის თითოეული ეკიპაჟი აქამდე ორი წევრისგან შედგებოდა და მათგან ერთი ან ორივე აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო. ამჯერად შეჯიბრებას მამაკაცების კატეგორიაც დაემატა რალიში მათი მონაწილეობის დიდი სურვილის გათვალისწინებით.
მაო გოშაძე, პილოტი: „ვფიქრობ, გენდერული სტერეოტიპი შესუსტებულია. Rally Adventure Georgia-ს ეკიპაჟები ამის თვალსაჩინო მაგალითია. სულ უფრო მეტი ქალი ინტერესდება უგზოობაში საავტომობილო შეჯიბრებით, ეს კი ცხადყოფს, რომ, თუ ადამიანს გამბედაობა და წინააღმდეგობის გადალახვის ჟინი აქვს, იქ სქესის მიხედვით დისკრიმინაციას არაფერი ესაქმება. მთავარია ინტერესი, მონდომება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. როცა დამწყები ხარ, უგზოობას ყოველთვის თან ახლავს აღმართ-დაღმართის, ტალახისა თუ დიდი ქვების შიში, მაგრამ ეს შიში ბუნებრივი და საჭიროც კია, რადგან ყურადღების მობილიზების წინაპირობაა. პირადად ჩემთვის წლევანდელი რალი მეოთხე იყო, თუმცა ყოველი წელი ახალი თავგადასავალია, რადგან მარშრუტი წლიდან წლამდე იცვლება და ისეთი ადგილების გავლა გვიწევს, სადაც მანამდე არასდროს ვყოფილვართ. მე და მარიამ ხოსიტაშვილი უკვე მეორე წელია, ერთად ვასპარეზობთ, ის შესანიშნავი შტურმანია“.
„თეგეტა ჰოლდინგმა“ ეკიპაჟ #52-ს ავტომობილის ტექნიკურად გამართვაში გაუწია დახმარება. ქალთა გაძლიერება უკვე წლებია, კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ქალების მხარდაჭერა, მათი გაძლიერება მდგრადობის სტრატეგიის ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ სტრატეგიის ფარგლებში არაერთ ინიციატივას ვუერთდებით. ოფროუდით გატაცებული ქალების მხარდაჭერის დროსაც ჩვენი მოტივაცია ქალების გაძლიერება და გენდერული სტერეოტიპის დაძლევაა. Rally Adventure Georgia-სთან თანამშრომლობის ოთხი წელი გვაკავშირებს - ეკიპაჟ #52-ს ვუჭერთ მხარს. მოხარულები ვართ, რომ ეკიპაჟს მეორე საპრიზო ადგილი ერგო. პარალელურად, არანაკლებ გვახარებს ის ფაქტიც, რომ სათავგადასავლო რალი ვითარდება და სულ უფრო დიდ მასშტაბს იძენს“.
სათავგადასავლო რალიში ქალების მონაწილეობა შეჯიბრების კონცეფციის განმსაზღვრელი პირობაა. რალის მიზანია, დაამსხვრიოს სტერეოტიპი და საზოგადოებას აჩვენოს, რომ უგზოობის პირობებში ავტომობილის მართვას ქალები თავს საუკეთესოდ ართმევენ.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მისია წელსაც ჰუმანიტარული იყო. ასპარეზობის პარალელურად, რალის ეკიპაჟებმა კახეთში, სოფელ მანავში, ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბარდასი“ ადგილობრივების საყვარელი ადგილია. საკანცელარიო ნივთების, წიგნების, სუვენირებისა და აქსესუარების ფართო არჩევანთან ერთად, „ბარდას...
23 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ, ფიზიკურ მაღაზიებში და მოიგეთ პრიზები. შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში და მოიგეთ პრიზე...
ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია, პერიოდულად შეიცვალოს ზეთის, ძრავის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფილტრი იყოს მაღალი ხა...
თიბისი ბიზნესი აგრძელებს ბიზნესების წარმომადგენლებისთვის განათლების ხელშეწყობას. ამჯერად, ბიზნესებისთვის, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგი გაიმართა. კურსის ფარგლებში...
ჟურნალმა TIME-მა საუკეთესო გამოგონებების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა დარგში ისეთ მნიშვნელოვან ინოვაციურ გამოგონებებს აერთიანებს, რომლებსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ადამიანის...
ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ცნობილი მოდელები, Geely Coolray ან Geely Emgrand, საჩუქრად გადაეცემა მას, ვინც ბინას „იდეა პანორამაში“ შეიძენს. უპრეცედენტო აქცია „იდეა დევე...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები