1 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემამ Euromoney, თიბისი, ციფრული ბანკის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ აღიარება ციფრულ საბანკო სერვისებში ლიდერობით მოიპოვა, რაც სწრაფ, ეფექტურ და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი სერვისების მიწოდებას გულისხმობს.

 

წლის განმავლობაში თიბისიმ მობაილბანკის მომხმარებლებს არაერთი სიახლე შესთავაზა, მაგალითად, აპლიკაციიდან სამომხმარებლო სესხის დამტკიცებისა და გაცემის დრო მნიშვნელოვნად შემცირდა, დაემატა ტრანზაქციის განაწილების ფუნქციონალი, ასევე, ახალი საინვესტიციო პლატფორმა, სხვა ბანკიდან მომენტალური გადმორიცხვა,  ლოიალობის პროგრამა - ერთგული და სხვა.

 

„ეს აღიარება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა. საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი

საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. ციფრული სერვისების საუკეთესო გამოცდილების შექმნა ჩვენთვის ძალიან 

პრიორიტეტულია. 

თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და ვფიქრობ, ეს ჯილდო კიდევ ერთხელ 

ადასტურებს, რომ თიბისის საქმიანობა კომპანიის მისიას სრულად შეესაბამება”,  - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

თიბისიმ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მობაილბანკის სერვისების სიჩქარე და ხელმისაწვდომობა. თიბისის მთავარი მისია ცხოვრების გამარტივებაა, სწორედ ამ მიღწევების შედეგად იზრდება მომხმარებელთა კმაყოფილება, რაც აძლიერებს მას, როგორც ლიდერ ციფრულ ბანკს საქართველოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები