2 0 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შევიკრიბოთ საქართველოს გაერთიანებისა და თავისუფლებისთვის – კალაძე კონტრაქციაზე

მინდა, მივმართო ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ხვალინდელი დღე, თავისუფლება და სუვერენიტეტი – 29 აპრილს პარლამენტთან მოდით. შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისთვის, თავისუფლებისთვის, საქართველოს გაერთიანებისა და განვითარებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი დღისთვის.

მოდით, რათა ყველას გავაგონოთ და ყველამ იცოდეს, რომ მთავარი არის სამშობლო. საქართველო უპირველეს ყოვლისა. მეგობრებო, ყველას გელოდებით. მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით, პატარებით – ეს იქნება ზეიმი.

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 29 აპრილს პარლამენტთან ქართული ოცნება რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციას გამართავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები