0 7 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაეცანი უპირატესობებს, რომლითაც თიბისელები სარგებლობენ

თიბისი რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული კორპორაციული კულტურით და თანამშრომლებისთვის მრავალფეროვანი უპირატესობების შეთავაზებით. ამ გუნდში დასაქმებულ ადამიანს დასვენების, განტვირთვის თუ სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ყოველთვის აქვთ. 

 

ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება თიბისელების გუნდის კულტურის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, თიბისელები თვითგანვითარებისთვის არაერთი შიდა შესაძლებლობით სარგებლობენ - როგორიცაა, პლატფორმა თიბისი აკადემია, რომელიც აერთიანებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკების, ეჯაილისა და სხვა მიმართულებების სასწავლო კურსებს. თიბისი აკადემია თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს, გაიღრმავონ კომპეტენცია სხვადასხვა მიმართულებით ან შეისწავლონ ახალი პროფესია და შეიცვალონ კარიერის გეზი თიბისიშივე, რასაც არაერთი თიბისელის მაგალითი გვაჩვენებს. 

 

თიბისისთვის თანამშრომლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, სტანდარტული და არასტანდარტული ჯანმრთელობის შეთავაზებების გარდა, თიბისელებს დაოჯახებისას და შვილის შეძენისას დამატებითი უპირატესობები აქვთ. ასევე, მრავალშვილიანები - უკვე ბევრი წელია თიბისისთვის განსაკუთრებული პროექტია: თიბისელს, რომელსაც 3 და მეტი შვილი ჰყავს მრავალშვილიანის სტატუსი ენიჭება და კომპანია მათ დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს.  

 

თიბისელები, ასევე, ანაზღაურებადი 24 შვებულების დღით სარგებლობენ და კვარტალში დამატებით ანაზღაურებადი 1 თავისუფალი დღის აღება შეუძლიათ, მხოლოდ მენეჯერთან შეთანხმებით. პროექტ „მრავალშვილიანების“ ფარგლებში კი -  მრავალშვილიან თიბისელებს დამატებით 2 თავისუფალი დღის აღების შესაძლებლობა აქვთ. თიბისი, 6 თვე ანაზღაურებად დეკრეტს როგორც დედას, ისე - მამას სთავაზობს და ამ უპირატესობით არაერთ თიბისელ მამასაც უსარგებლია.  

თიბისელები პარტნიორ კომპანიებში სპეციალური ფასდაკლებებით სარგებლობენ. ფასდაკლებები მოიცავს დასვენების, განათლების, მაღაზიებისა თუ კვების ობიექტების შეთავაზებებს. ხშირად ტარდება სხვადასხვა სპორტული თუ გასართობი შეხვედრები, რაც მათ ყოველდღიურობას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესო ხდის. საახალწლო წვეულებები, ინტელექტუალური თამაშები, ფეხბურთის, რაგბის, ჭადრაკის ჩემპიონატები, წიგნის ფესტივალი, თამაშების ფესტივალი, კინოჩვენებები - ეს იმ ღონისძიებების მცირე ჩამონათვალია, რასაც თიბისი თანამშრომლებისთვის მუდამ გეგმავს. 

თუ გინდა შენც იყო ისეთი გუნდის წევრი, სადაც მრავალმხრივი შესაძლებლობები და ბენეფიტები, მეგობრული განწყობა, მრავალფეროვანი სამუშაო გარემო,  შემოქმედობითობა, თვითგანვითარებისა და ცოდნისკენ სწრაფვა პრიორიტეტულია, შეუერთდი თიბისის გუნდს და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე — გახდი თიბისელი.   

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები