თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
|
ავტომომსახურების ინოვაციური მობილური აპლიკაცია SOS AUTO წელიწად-ნახევრის წინ შეიქმნა. ის მომხმარებელს ევაკუატორისა და ავტოასისტენტის გამოძახებას Uber-ის მოდელით სთავაზობს. ავტომობილებისთვის შექმნილი სასწრაფო დახმარების აპლიკაცია 2023 წელს „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს სააქსელერაციო პროექტის Startup drive-ის გამარჯვებული და 70 000-ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა.
„თეგეტას“ ინვესტიციით, 2023 წლის სექტემბერში SOS AUTO-მ უკვე ჩაუშვა აპლიკაცია, რომელიც ჯერ მხოლოდ ქართველი მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მისი გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბება იგეგმება. აპლიკაციას უკვე 400-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. გეგმის თანახმადვე, ინოვაციური აპლიკაცია სრულად ჩაანაცვლებს საგზაო დახმარების მოძიებისა და ლოდინის მოძველებულ პროცესს, როცა მომხმარებელს, ალტერნატივის არარსებობის პირობებში, კომპრომისზე წასვლა უხდება. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია მძღოლთან ყველაზე ახლოს მდებარე დახმარების, ევაკუატორის მომსახურების მიღება, აკუმულატორის დატენა, საწვავის მიწოდება, მძღოლის გამოძახება, ჩაკეტილი კარის გაღება, საბურავის დაბერვა, გამოცვლა - ფაქტობრივად, ყველა სერვისის მიღება, რაც მძღოლს გზაზე სჭირდება.
ნათია შუბითიძე, SOS AUTO-ს დამფუძნებელი: „ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ ინოვაციური პლატფორმა და ევაკუატორის ყიდვისა და ავტოასისტენტების აყვანის გარეშე გავხდეთ საქართველოში, და არამარტო საქართველოში, ყველაზე დიდი ავტოდახმარების კომპანია, მრავალფეროვანი მომსახურებებით. ამის რეალური პერსპექტივა არსებობს, რადგან ჩვენ დავიკავებთ ნიშას, რომელიც თავისუფალია. ჩვენნაირი კომპანია არც საქართველოში და არც მეზობელ ქვეყნებში არ არსებობს. Uber-ს შევადარებდი - როგორი რევოლუციაც მან მოახდინა ტაქსების გამოძახების სფეროში, მსგავსი გარღვევა გვინდა აღმოჩნდეს SOS AUTO საგზაო დახმარების გამოძახების მიმართულებით. გვინდა გავაციფრულოთ ეს პროცესი. აპლიკაცია მომხმარებელს შესთავაზებს სრულ გზისპირა დახმარებას: ევაკუატორის გამოძახებას, საწვავის მიწოდებას, ავტომობილის დაქოქვას, ჩაკეტილი ავტომობილის გაღებასა და მძღოლის მომსახურებას. ის განკუთვნილი იქნება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე შპს-ებისთვის, ყველასთვის, ვისაც ავტომობილი ჰყავს. ჩვენი მიზანია, სტარტაპი გადავაქციოთ ისეთ ბიზნესად, რომელიც კარგ შემოსავალსმოიტანს და საშუალებას მოგვცემს, ბევრი ადამიანი დავასაქმოთ, ევაკუატორების მძღოლებს კარგი სამუშაო გარემო შევუქმნით და უფრო მეტი შემოსავალი გავუჩინოთ“ .
სტარტაპის ავტორი ამბობს, რომ ახალი წამოწყების იდეა მას პირადმა გამოცდილებამ უკარნახა, როცა დაახლოებით ორი წლის წინ, დედასთან ერთად მგზავრობის დროს, ტექნიკური გაუმართაობის გამო მანქანა ანანურში გაუჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან არც ისე შორს იყვნენ, ევაკუატორის მოძიებისა და გამოძახების პროცესს სამ საათზე მეტი დასჭირდა. სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, შეექმნა აპლიკაცია, რომლითაც მძღოლები მარტივად შეძლებდნენ დახმარების გამოძახებას.
ნათიას, ძირითადად, საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს, მაგისტრატურა ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით გაიარა. აპლიკაციის იდეაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ფიქრობდა, თეგეტასა და future laboratory-ს პროექტის Startup Drive-ის აქსელერაციის პროგრამის გამოცხადების შემდეგ კი იდეა საკონკურსო ბიზნესპროექტად აქცია. გაიარა რამდენიმე ეტაპი. სტარტაპის ავტორი ამბობს, რომ სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება დაეხმარა მას, SOS AUTO ჟიურისთვის ერთ-ერთყველაზე საინტერესო პროექტად ექცია და მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გამხდარიყო. სამსახურიდან წამოვიდა და მთელი თავისი დრო და რესურსი, თანადამფუძნებელ ირაკლი მახარაძესთან ერთად, სტარტაპის განვითარებისკენ მიმართა.
ირაკლი მახარაძე, SOS AUTO-ს თანადამფუძნებელი: „ზოგადად, სტარტაპს რომ იწყებ, ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყოსირთულეებისთვის. ამ საქმეს ბევრი კითხვა, ეჭვი ახლავს თან. ზოგჯერ დემოტივირებული ხარ, ვერ იგებ, სწორად აკეთებ თუ არა იმას, რასაც აკეთებ; იმ პროდუქტს ქმნი თუ არა, რაც მომხმარებელს რეალურად სჭირდება.სტრესული პროცესია, ბევრი უძილო ღამე მოჰყვება ამ ყველაფერს, არც შაბათი იცი, არც კვირა და მთელი ენერგია მიაქვს სტარტაპს“.
SOS AUTO-ს დამფუძნებლები ამბობენ, რომ Startup Drive-ის გარეშე ეს გზა, ალბათ, გაცილებით რთულიდა ხანგრძლივი იქნებოდა. ამ გამარჯვებით კი მათი საოცნებო ბიზნესი რეალობად იქცა.
ნათია შუბითიძე, SOS AUTO-ს დამფუძნებელი: „თეგეტა ჰოლდინგი“ ჩვენთვისარა მხოლოდ ინვესტორია, არამედ საუკეთესო პარტნიორიც და ყველა ეტაპზე გვერდით გვიდგას. სხვა ბიზნესებიც რომ ასე უჭერდნენ მხარს სტარტაპებს, გაცილებით კარგი სურათი გვექნებოდა. მაგალითად, SOS AUTO-ს ყველა მომხმარებელი საჩუქრად იღებს უფასო სერვისებს „თეგეტაში“. კომპანიის მთელი გუნდია ჩართული იმაში, რომ ჩვენი სტარტაპი განვითარდეს და წინ წავიდეს. ამ ეტაპისთვის უკვე „თეგეტას“ კორპორაციული პარტნიორები ვართ, რაც გულისხმობს იმას, რომ SOS AUTO ემსახურება „თეგეტასა“ და მის შვილობილ კომპანიებს. აქტიურად ვთანამშრომლობთ „ვოლვოსთან“, „ჯილი ავტოსთან“, „ავტო გალერისა“ და „პორშესთან“. ამ ეტაპზე რამდენიმე სადაზღვევო კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკებები ჩვენი აპლიკაციის ინტეგრაციასთან დაკავშირებით. გვინდა, რომაპლიკაციაში კორპორაციული მიმართულება კიდევ უფრო დავხვეწოთ. ამჟამად SOS AUTO ფიზიკურ პირებზეა მორგებული, 2024 წელს კიგვინდა, ის უკვე კომპანიებისთვისაც გავამარტივოთ. ამ გეგმებზე ვმუშაობთ“.
2024 წელს SOS AUTO-ს გეგმებშია აპლიკაციაში ახალი ფუნქციონალების დამატება და სტარტაპის მეზობელ ქვეყნებში გატანა.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერ...
4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის სპეციალურ ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“. &n...
„თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს აქციები დაიწყო და ავტომობილის გასამართად კომპანიამ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ეს ის სეზონია, როდესაც ამინდის მკვეთრად გაუარე...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები