0 8 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Geely Auto – „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმატებული სვლა და 3 თვეში გაყიდული მარაგი

 

2023 წელი „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ბევრი მიმართულებით წარმატებული გამოდგა -  მათ შორის Tegeta Cars-ში შემავალი ბრენდისთვის, Geely Sakartvelo-სთვის, რომელიც ქართულ ბაზარზე 2023 წლის სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა და სამ თვეში მარაგი სრულად ამოწურა - 51 ერთეული Coolray გაყიდა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2024 წელი კომპანიამ მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზებით დაიწყო და „ჯილის“ შოურუმში ახალი მოდელი, Geely Tugella წარმოადგინა. წინ მასშტაბური გეგმებია, თუმცა მანამდე გასულ წელს Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი აჯამებს.  

გიორგი შაქარაშვილი ამბობს, რომ ავტომობილის ფუნქციებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, Geely ბაზარზე ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციაა. ბრენდის ავტომობილები გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციით გამოირჩევა.

 

გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ქართულ ბაზარზე შემოყვანის დღიდან Geely Coolray-ს მიმართ ავტომოყვარულების ინტერესი ძალიან მაღალია. მოდელი მართლაც განსაკუთრებულია არაერთი მახასიათებლის გამო, თუმცა გაყიდვების მაჩვენებელმა მოლოდინს გადააჭარბა. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა აწყობის ხარისხით, ხელმისაწვდომობით, გამოხატული ხასიათითა და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით, რომელსაც ავტომობილის საჭესთან პირველი შეხებისთანავე შეიგრძნობს მომხმარებელი. მოხარულები ვართ, რომ ამ ინოვაციური ბრენდის პირველი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ Tegeta Cars-ია. ჩვენ ქართველ მომხმარებლებს მივეცით საშუალება, მიიღონ Geely-ს ავტომობილების  მართვის გამოცდილება და აღმოაჩინონ შთამბეჭდავი შესაძლებლობები. Coolray-ს შემდეგ ახლა უკვე Geely Tugella-ც ხელმისაწვდომია. მოდელი მსოფლიო დონის მოდულური არქიტექტურით გამოირჩევა, რომელიც იოლად ადაპტირდება ძალური აგრეგატების, უსაფრთხოების სისტემებისა და უახლესი ტექნოლოგიების ფართო დიაპაზონზე.

 

Geely-ს ავტომობილების  პოპულარობა ხელმისაწვდომმა ფასმაც განაპირობა. ჩვენი სამოდელო ხაზი 19 000 აშშ დოლარიდან 35 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. ეს არის სრული სამოდელო ხაზის ფასი, აქ იგულისხმება როგორც ბენზინზე მომუშავე, ისე ელექტრომობილები“.

Geely Coolray-ს მართვის შესაძლებლობა უკვე აქვთ Europcar Georgia-ს მომხმარებლებსაც. ავტომობილების გაქირავების კომპანიამ Geely Sakartvelo-სგან 11 Geely Coolray გასულ წელსვე შეიძინა. Geely Coolray მძღოლების დამხმარე სისტემებითა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მას 1.5 მოცულობის, 172 ცხენის ძალის ოთხცილინდრიანი ძრავა და 190 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე აქვს. ავტომობილი გამოირჩევა კომფორტული ინტერიერითა და ინოვაციური მახასიათებლებით: ბრმა ზონის მართვის ფუნქცია, ადაპტიური კრუიზკონტროლი, პანორამული სახურავი, 360-გრადუსიანი კამერა, პარკირების ავტომატური სისტემა და სხვა. რაც შეეხება ახალ მოდელს, Geely Tugella-ს, ის აღჭურვილია 4-ცილინდრიანი 2.0 ტურბო ბენზინის ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 238 ცხენის ძალას და 100კმ/სთ-ს ავითარებს 6.9 წამში.

G-Power-ის მიერ შექმნილი 2.0-ლიტრიანი ძრავა ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - „Ward-ის 10 საუკეთესო ძრავის“ მფლობელი გახდა.

 

Geely Tugella მომხმარებელს შეუძლია იხილოს აღმაშენებლის ხეივნის 137 ნომერში მდებარე შოურუმში ან/და თავად გატესტოს ავტომობილი. Geely Sakartvelo-ს დაახლოებით 5 თვეში ახალი შოურუმი ექნება, რომელიც ასევე აღმაშენებლის ხეივანზე განთავსდება, სადაც ახლა რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

 

კომპანიის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ 2024 წელს Geely Auto ქართველ მომხმარებელს დაახლოებით 8 მოდელს შესთავაზებს.

 

„ვმუშაობთ, რომ ბაზარზე წარმოვადგინოთ როგორც წინა წამყვანი, ისე სრულად ამძრავი ავტომობილები. მომხმარებელს შევთავაზებთ კომპანიებისთვის განკუთვნილ მანქანებსაც და სადისტრიბუციო და საოჯახო ავტომობილებსაც. გასაყიდად გამოვიტანთ ბევრ ახალგაზრდულ მანქანასაც. საუბარია როგორც ბენზინზე მომუშავე, ისე სრულად ელექტრომობილებზე“, - აცხადებს Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი გიორგი შაქარაშვილი.

 

Geely Auto-ს მთავარი მახასიათებლები ინდუსტრიაში უახლესი მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც უპირველესად წიაღისეული საწვავიდან ახალ ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს. კომპანიის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, Geely Auto-მ 2020 წელთან შედარებით ნახშირბადის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 8,1%-ით შეამცირა, ახალ ენერგიაზე მომუშავე მოდელების გაყიდვებში კი წლიური 300%-იანი ზრდა აჩვენა. 2022 წელს Geely-ს 9 სატრანსპორტო ქარხანას ეკომეგობრული საწარმოების სტატუსი - "National Green Factory" მიენიჭა. ამავე ანგარიშის თანახმად, Geely Auto-მ აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვს თითოეულ ავტომობილზე 25%-ზე მეტით შეამცირებს, ხოლო 2045 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდება.

 

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები