1 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაჭრა გურჯაანში - 24 წლის ბიჭს 18-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული

გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსშია" მოთავსებული, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

"პაციენტი ჩვენთან შემოყვანილ იქნა უკიდურესად მძიმე მდგომარეობით. აღენიშნებოდა ოთხი შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში. ჭრილობა თავის არეში, მარჯვენა მხარსა და წინა მხარზე და მარცხენა მხრის არეში. ფაქტიურად, ჩვენთან შემოვიდა წნევის გარეშე. პაციენტი შემოყვანისთანავე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და 25 წუთში აყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. ამ ეტაპისათვის პაციენტის მდგომარეობასა საფრთხე აღარ ემუქრება, გონზეა, ადეკვატურია",- განაცხადა ექიმმა.

 ბრალდებული დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები