თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
|
თიბისის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში "თეგეტას“ ახალი კომპლექსი აშენდა. ერთ ჰექტარზე „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „თეგეტა მოტორსის“ შოურუმებია განთავსებული.
„თეგეტა მოტორსის“ ახალი სერვისცენტრის ტერიტორიაზე სრულიად ახალი შოურუმი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი, განახლებული სერვისცენტრი და სასაწყობე სივრცეა განთავსებული.
ეს მასშტაბური მულტიფუნქციური სივრცე პირველია რეგიონის საავტომობილო სექტორში, რომელიც მომხმარებელს ახალი კონცეფციით მოემსახურება. კომფორტულ გარემოში მომხმარებელი მსუბუქი ავტომობილისათვის საჭირო სრული სერვისის მიღებას შეძლებს, მათ შორის – ელექტრომობილებისთვის. მეტი ხელმისაწვდომობისთვის კი შოურუმის ეზოში ხუთი ელექტროდამტენი განთავსდა.
შენობისა და ავტომობილების სადგომის გადახურვაზე 700-ზე მეტი მზის პანელია დამონტაჟებული, რომლებიც წლის განმავლობაში ნახევარ მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს.
საავტომობილო კომპლექსის განახლება-მშენებლობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ვახტანგ კაჭარავა, "თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: "ავტომომსახურების ეს ცენტრი გამორჩეულია როგორც კონცეფციით, ასევე ინვესტიციის მოცულობით, რაც 60 მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს. უკვე თითქმის სამი ათეული წელია, ბაზარზე ვართ და ჩვენი პრიორიტეტია, საავტომობილო სერვისის სრული სპექტრის შეთავაზებით, მომხმარებელს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ. ამავე დროს მუდმივად მივყვებით ცვლილებებს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში, ვნერგავთ მათ ჩვენს ყოველდღიურობაში და მაღალი დონის მომსახურებით ვპასუხობთ მომხმარებლის მოლოდინებს. ეს, პირველ რიგში, მომავლის კონცეფციებზე აგებული სერვისცენტრების და შოურუმების მშენებლობაა. სწორედ ასეთია ახალი სივრცე ვაკეში, სადაც 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით. შენობა სრულად პასუხობს ენერგოეფექტურობის სტანდარტებს და აქვს შესაბამისი ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი. აღსანიშნავია ისიც, რომ მასზე დამონტაჟებული მზის პანელები საჭირო ენერგიის 75%-ს გამოიმუშავებს. შენობის ტერიტორიაზეა განთავსებული ელექტროდამტენები, რაც სრულად პასუხობს თეგეტას მდგრადი განვითარების სტრატეგიას. ვფიქრობთ, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა აყალიბებს ნდობას და ხელს უწყობს გრძელვადიან ურთიერთობებს კომპანიასა და მომხმარებელს შორის. მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვით დღეს ამიერკავკასიაში სერვისის პირველი ჰაბი და მსოფლიო მასშტაბით სანდო ბიზნესპარტნიორები ვართ.“
გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე: „მოხარული ვარ რომ 1 თვის განმავლობაში, „თეგეტამ“ ჩვენი მხარდაჭერით ჯერ „ვოლვოს“ ინოვაციური შოურუმი, ახლა კი მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი გახსნა. 25 წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, “თეგეტამ” თიბისისთან პარტნიორობით, ქართული ავტოსერვისი განავითარა და საერთაშორისო დონეზე აიყვანა. თუმცა, ჩვენი თანამშრლმლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ავტოინდუსტრიით. „თეგეტა ჰოლდინგს“, თიბისი კაპიტალის დახმარებით, ჯამში 4-ჯერ აქვს ობლიგაციები განთავსებული. თიბისითვის, როგორც ქართული ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, წარმატების ინდიკატორი სწორედ ბიზნესის განვითარებაზე და საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული პროექტებია.“
ახალი შოურუმი და განახლებული სერვისი გამორჩეულია "თეგეტა მოტორსის“ იმ 29 სერვისცენტრს შორის, რომელსაც კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობს.
მულტიფუნქციური სივრცე მომხმარებელს კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრში ერთდროულად 50-მდე, დღის განმავლობაში კი, ჯამურად, 250-ზე მეტი ავტომობილის მიღებაა შესაძლებელი. თანამედროვე, უახლესი დანადგარების გამოყენებით მომხმარებელს "თეგეტას“ მაღალკვალიფიციური მექანიკოსები ემსახურებიან. ცენტრში როგორც სწრაფი, ასევე სრული სერვისია ხელმისაწვდომი.
სერვისში საგანგებოდ მოეწყო ფუნდამენტები მაღალი სიზუსტის მქონე, თანამედროვე დანადგარებისთვის. მათი გამოყენებით მნიშვნელოვნად მცირდება სერვისის დრო.
განახლებული სერვისცენტრი მეტი უსაფრთხოებისთვის CO2-ის დეტექტორებით აღიჭურვა. დაქოქილი ავტომობილებისგან გამოყოფილი გამონაბოლქვის მომატებისთანავე ტექნიკური გამწოვები გაძლიერებულ რეჟიმში იწყებს მუშაობას.
„თეგეტა ჰოლდინგი“ ბაზარზე უკვე 28 წელია, ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ არა მხოლოდ გააფართოვა საქმიანობის არეალი, არამედ რეგიონის მასშტაბით ავტომომსახურების მაღალი სტანდარტი შექმნა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში ხარისხის საზომად იქცა.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერ...
4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის სპეციალურ ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“. &n...
„თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს აქციები დაიწყო და ავტომობილის გასამართად კომპანიამ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ეს ის სეზონია, როდესაც ამინდის მკვეთრად გაუარე...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები