1 4 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თეგეტა ჰოლდინგმა“ თბილისში ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა

 

2 კვირაა, თბილისის ქუჩებში „თეგეტა ჰოლდინგის“მიერ შემოყვანილი ელექტროავტობუსი გადაადგილდება. BYD-ის ბრენდის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მგზავრებს N321 სამარშრუტო ხაზზე ემსახურება, ქალაქში სატესტო რეჟიმში გაეშვა. ჩინური ავტოგიგანტი და ელექტრომიმართულებით ნოვატორი კომპანია BYD, ჩინეთის გარდა, ფარავს ამერიკისა და ევროპის კონტინენტებს და უამრავ ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს.

ელექტროავტობუსს „თეგეტა ჰოლდინგის“  შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ფლობს და ის თბილისამდე ერევნის მუნიციპალიტეტში, ასევე სატესტო რეჟიმში, ერთი თვით იყო გაგზავნილი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს არის სატესტო პერიოდი როგორც თეგეტასთვის, ისე მუნიციპალიტეტებისთვის, რათა ყველა მხარემ შეძლოს, მუნიციპალური ელექტროტრანსპორტის სამომავლო პერსპექტივები, საჭიროებები და შესაძლებლობები რეალურად განსაზღვროს.

გიორგი პაპოშვილი, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი:„მოგეხსენებათ, მსოფლიო უკვე შეთანხმდა, რომ ავტოინდუსტრიის მომავალი ელექტრიფიკაციასთან სულ უფრო სწრაფი ტემპებით იკვეთება და, შესაბამისად, ყველა წამყვანი ბრენდი ცდილობს, არსებული პროდუქცია ელექტროალტერნატივას მოარგოს. ამ მხრივ, საქართველოსა და რეგიონში მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით ნოვატორი კვლავ თეგეტაა. 

მთავარი მახასიათებელი, რომელსაც ელექტროტრანსპორტის შერჩევისას ყურადღება ექცევა, არის ბატარეის მოცულობა. BYD-ის ელექტროავტობუსი, ბევრ სხვა მახასიათებელთან ერთად, ამითაც გამორჩეულია. ის აღჭურვილია სწრაფი დამტენით, რაც გულისხმობს, რომ მას შეუძლია  0%-იდან 100%-ამდე ელექტროენერგიით შევსება სულ რაღაც 4 საათში და ერთი დამუხტვით 450 კილომეტრს გადის“.

როგორც გაირკვა, ელექტროავტობუსებით მუნიციპალიტეტის პარკის გამრავალფეროვნება განსაკუთრებით დიდ ინფრასტრუქტურულ მომზადებას, მართვისა და დაგეგმვის განსხვავებული სპეციფიკის დანერგვას მოითხოვს. ელექტროავტობუსის  სატესტო რეჟიმში გაშვება კი ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ სამომავლო პერსპექტივაში თეგეტა მსგავს პროექტებს მზად შეხვდეს.

გიორგი პაპოშვილი, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „ელექტროტექნიკასთან დაკავშირებით ნებისმიერი ავტორიზაციის მიღებას განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ შეხება გვაქვს მაღალ ძაბვასთან, პირველ ადგილზე დგას უსაფრთხოება და ამ ყველაფრისთვის მზაობას სპეციალური ტრენინგები, გადამზადების კურსები, აღჭურვილობა და პროფესიონალების ჩართულობა სჭირდება.

როგორც ყოველთვის, ვცდილობთ, ამ მიმართულებითაც ნოვატორები ვიყოთ, ბაზარზე მოწინავე პოზიცია დავიკავოთ და ნებისმიერი ახალი მოთხოვნის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად და მოქნილად ვიმოქმედოთ“.

ელექტროავტობუსი თბილისში, N321 სამარშრუტო ხაზზე მგზავრებს 15 დეკემბრამდე მოემსახურება. ერთთვიანი სატესტო ვადის ამოწურვის შემდეგ, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტისგან, ისე თეგეტასგან, შეფასდება განვლილი პერიოდი და სამომავლოდ ამ მიმართულებით განვითარებისთვის მუშაობა გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები