2 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ტაძრებს რუსი და ოსი ხალხები გვირჩევნია.. თითოეული ასეთი მსხვერპლი უნდა იქცეს სანთლად ურთიერთობაში" - სასულიერო პირი თამაზ გინტურის სამძიმრიდან

სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმრის გამოსათქმელად მისული ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენელი ამბობს, რომ საზოგადოებამ "მტრის ხაფანგებს სათნოდ" უნდა უპასუხოს. სასულიერო პირის თქმით, ტაძრებზე უფრო მნიშვნელოვანი ხალხებს შორის თბილი ურთიერთობაა. 

"ჩვენ მტრის დაგებულ ხაფანგებს და ასეთ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ ქრისტესთვის სათნოდ. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ასეთი მსხვერპლი უნდა იქცეს სანთლად ურთიერთობაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სანთლად სიბნელის განსაქარვებლად. თითოეულ ტაძარს ჩვენს იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ჩვენს ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს. ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს ხალხის გვირჩევნია, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს. ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია" - ამბობს სასულიერო პირი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები