2 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, ელექტრონული კომერციის დღე გაიმართა

25 ოქტომბერს „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ ორგანიზებით „ელექტრონული კომერციის დღე“  გაიმართა. პირველად საქართველოში, 

საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ელექტრონული კომერციის პროცესში მთავარ მიღწევებზე, გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ემსჯელათ.

„ელექტრონული კომერციის დღის“ გენერალური სპონსორი „თეგეტა ჰოლდინგი“  იყო. ღონისძიების მონაწილეებთან საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, e-Commerce-ის, გამოცდილებაზე, „თეგეტას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიურმა დირექტორმა ლევან მამულაშვილმა ისაუბრა. საქართველოს ბაზარზე „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო პირველი, ვინც მომხმარებელს ავტომობილის ონლაინ შეძენისა და კონფიგურატორების დახმარებით სასურველი მახასიათებლების შერჩევის საშუალება მისცა.

ლევან მამულაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიური დირექტორითეგეტა ჰოლდინგი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოშირომელმაც საკუთარი საქმიანობა გააციფრულაჩვენი ონლაინ მაღაზიის უკან დგას SAP ERP სისტემარომელიც უფრო მარტივს ხდის საოპერაციო საქმიანობასხოლო საინჟინრო ნაწილში აქტიურადაა დაწყებული ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. მომხმარებლებსკიდევ უფრო მეტი კომფორტისთვისვთავაზობთ სხვადასხვა ციფრულ სერვისსმათ შორისმობილურ აპლიკაციასონლაინ ჯავშნებსავტომობილის ისტორიის შექმნას და სხვა.

ჩვენიროგორც მულტიბრენდული კომპანიისმთავარი მიზანი ელექტრონული პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და ავტოინდუსტრიის სრულად გაციფრულებაამიხარიარომ ლიდერები ვართ ავტოინდუსტრიის დიგიტალიზაციის კუთხითაც და მომხმარებელს ამ მიმართულებით ბევრ ინოვაციას შევთავაზებთ“.

ქართულ საავტომობილო ბაზარზე „თეგეტა“ ელექტრონული კომერციის მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა. ციფრული პლატფორმა „თეგეტა ჰოლდინგში“ თითქმის 10 წელია მოქმედებს. „თეგეტა შოპი“ მოიცავს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვის შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად აძლევს. ონლაინ მაღაზიაში უკვე ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი და სამომავლოდ ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობების გამოყენება კიდევუფრო აქტიურად იგეგმება.

eCommerce Day 2023-ს 500-ამდე სტუმარი დაესწრო და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან: Amazon Pharmacy, Rakuten Viber, Trendyol, Glovo, Evido x Meta და სხვა. ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი და მსოფლიო მასშტაბის კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება.

საღამოს საერთაშორისო სტუმრებს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, GeelySakartvelo-მ, უმასპინძლა. ოფიციალურ ვახშამზე ქართული და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს ელექტრონული კომერციის შესახებ აქტუალური თემების განხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“  შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები