2 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასის“ ბარბაროსობა ემუქრება ებრაელებს, ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, მსოფლიოს - „ჰამასი“ უნდა განადგურდეს

„ჰამასმა” ადამიანები დახოცა, „ჰამასმა“ თავები მოკვეთა, „ჰამასმა“ ცოცხლად დაწვა ბავშვები, „ჰამასმა“ გააუპატიურა, „ჰამასმა“ მძევლები გაიტაცა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია ისრაელის მხარდაჭერაში.

„როგორც მეორე მსოფლიო ომში, როდესაც ფრანგებმა მხარი დაუჭირეს ანტინაცისტურ წინააღმდეგობას, დღეს საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება ისრაელის მხარდასაჭერად. „ჰამასის“ ბარბაროსობა ემუქრება ებრაელებს, ის ემუქრება ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, მსოფლიოს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ღაზა „ისლამური სახელმწიფოს ანკლავია“.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავანადგუროთ „ჰამასი“ ღაზაში. ჩვენ მოვშლით მის ტერორის მანქანას, მოვშლით მის პოლიტიკურ სტრუქტურას. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხისგან დავიცვათ. „ჰამასი“ უნდა განადგურდეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები