2 1 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს ელემენტარული ღირსება რომ ჰქონდეს შერჩენილი, თავად გადადგებოდა

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ელემენტარული ღირსება რომ ჰქონდეს შერჩენილი, ის თავად გადადგებოდა პრეზიდენტის თანამდებობიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ექსკლუზიურად „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად დარჩება.

„რომც არ დასრულდეს წარმატებით ეს პროცედურა, ყველას გვესმის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და შესაბამისად, არ მიიღებს გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის გადაყენების თაობაზე. სწორედ მათი იმედით არღვევდა ის საქართველოს კონსტიტუციას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ის დარჩება მაინც არა საქართველოს პრეზიდენტად, არამედ ექსკლუზიურად „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად. ასეთ პირობებში მის პრეზიდენტობას რა ფასი აქვს, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ.

რაც შეეხება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, ისინი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებდნენ როგორც აგენტს, რეზიდენტს, ჯაშუშს. მოგეხსენებათ, ეს სტატუსი არ იცვლება, თუ ვინმე იყო ჯაშუში, აგენტი და რეზიდენტი, ის ყოველთვის რჩება ჯაშუშად, აგენტად და რეზიდენტად, თუმცა, დღეს, სწორედ ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს გვიცხადებს ყველაზე პროევროპულ ლიდერად ქართულ პოლიტიკაში. აქ ჩანს რეალურად, სადამდე არის ეს ალიანის მისული. რა თქმა უნდა, „ნაციონალებსაც“ უწევთ ღირსებაზე უარის თქმა, როცა იმპიჩმენტს მხარს არ უჭერენ, უფრო სწორად, მოუწევდათ, ღირსება რომ ჰქონდეთ, მაგრამ რაც არ გაქვს, იმაზე, უარსაც ვერ იტყვი“, - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები