2 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,თუ პრეზიდენტი აქ არ მოდიოდა, იქ{ბელგიაში} წასვლას რა უშლიდა ხელს?!" - საკონსტიტუციოს თავმჯდომარე ტურავა ჩუგოშვილს

საკონსტიტუციო სასამართლოში თამარ ჩუგოშვილი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელია. მან იმ ვიზიტებზე ისაუბრა, სადაც პრეზიდენტმა დღევანდელი სასამართლოს გამო უცხოეთში სამუშაო ვიზიტებზე უარი თქვა.

"უარი თქვა ბაზელში, შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის გამოფენაზე წასვლაზე. მათ შორის "ევროპალიაზე", ეს პროცესები ბელგიასთან ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაგდებს"- განმარტა ჩუგოშვილმა. რაზეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ რეპლიკა გააკეთა.

"თუ პრეზიდენტი აქ არ მოდიოდა, იქ წასვლას რა უშლიდა ხელს?!" - თქვა ტურავამ პროცესის მიმდინარეობისას. 

"ზუსტად იმიტომ, რომ საკონსტიტიციო სასამართლოს მიმართ მას აქვს პატივისცემა, ის არის ადგილზე, არ ჩათვალა საჭიროდ, მაშინ როდესაც სხდომა მიმდინარეობდა დაეტოვებინა ქვეყანა, მითუმეტეს წასულიყო კულტურულ ღონისძიებაზე.."- განმარტა ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები