2 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მერაბ ტურავა პრეზიდენტის წარმომადგენლებს - იმედი მაქვს, სხდომაზე არ დასწრება პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვა არ იყო

იმედი მაქვს, სხდომაზე არ დასწრება პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვა არ იყო, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვაზე სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველებს.

ტურავა დაინტერესდა, იციან თუ არა იურისტებმა საიმპიჩმენტო წარდგინების არა მხოლოდ იურიდიული მხარე, არამედ იმ ვიზიტების დეტალები, რაზეც წარდგინების ტექსტშია საუბარი.

„საქართველოს პრეზიდენტმა არ ისურვა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და თქვენ, როგორც მისი წარმომადგენლები მოგავლინათ. კანონიდან გამომდინარე სასამართლო იკვლევს იმ საკითხებს, რაზეც წარდგინების ავტორები დავობენ. ამ შემთხვევაში თქვენთვის ცნობილია იმ ვიზიტების შინაარსი, რაზეც შეიძლება დღევანდელ სხდომაზე შეიძლება შეკითხვები დაისვას? შესაბამისად, ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ სამართლებრივ მხარეს წარმოადგენთ იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით, თუ შეხვდით საქართველოს პრეზიდენტს და გარკვეული ხართ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც საფუძვლად უდევს წარდგინების ტექსტს? ამასთან, თქვენ წარმოადგენთ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც, ალბათ, უფრო კარგად იცნობს ვიზიტების დეტალებს, არამედ ხართ კვალიფიციური იურისტები, მაგრამ უფრო სამართლებრივი საკითხები იცით, ვიდრე დეტალები ამ ვიზიტების - თუ შეხვდით ამ დღეების განმავლობაში პრეზიდენტს და შეგიძლიათ სასამართლოს სრულყოფილად მოახსენოთ ის, რაც შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყოს“, - განაცხადა ტურავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები