2 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არაა პრეზიდენტობის ღირსი, არ შეიძლება ქვეყნის სახელით სადმე წავიდეს – კობახიძე ზურაბიშვილზე

საქართველოს მთავრობას სადაც აქვს რესურსი, რომ შეუზღუდოს საბოტაჟი სალომე ზურაბიშვილს, იქ ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი. ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის ღირსი პრეზიდენტობის, არ შეიძლება, საქართველოს სახელით ვიზიტით სადმე წავიდეს. […] არ უნდა დააზიანოს, ელემენტარულად, მას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ დააზიანოს ქვეყნის ინტერესები. მთავრობას აქვს ბერკეტი, თავად, საკუთარი ხელით არ განახორციელოს ეროვნული ინტერესების დაზიანების ლეგიტიმაცია, არ განახორციელოს საბოტაჟის ლეგიტიმაცია. ეს არის მთავრობის ბერკეტი, რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურაზე საუბრის დროს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები