1 8 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბათუმში ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის 62 ნომერში, ლიბერთის განახლებული  ფილიალი გაიხსნა. ფილიალის გახსნას ლიბერთის მენეჯმენტის წარმომადგენლები,  საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი  თორნიკე კორძაია და აჭარის რეგიონალური დირექტორი არჩილ ჯანყარაშვილი დაესწრნენ. 

  

ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც ფიზიკური პირების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მოთხვნილებებს. ამჟამად აჭარის რეგიონში დასაქმებულია 318 თანამშრომელი. ფუნქციონირებს  15 ფილიალი, 6 საზოგადოებრივი ცენტრი, 4 სპეციალიზირებული სერვის ცენტრი და 7 ლიბერთი ექსპრესი.  განახლებულ ფილიალში  30  თანამშრომელი  დასაქმდა. 

  

"ლიბერთი აგრძელებს  ფილიალების ქსელის განვითარებას, ადგილობრივი პროფესიონალების დასაქმებას და მომხმარებელზე მორგებული სერვისების დანერგვას რეგიონებში. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ რეგიონში ფინანსურ რესურსსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და შევთავაზოთ კომფორტული საბანკო მომსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესს. ვიმედოვნებთ,  ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფილიალის გახსნით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ რეგიონებში მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვისა და განვითარების  პროცესს.“ - თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.  

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალობიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარსშეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტითანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზემეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები