1 8 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„კარფური“ თიბისი განაწილების პარტნიორი გახდა

სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“  უკვე თიბისი განაწილების პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი პროდუქციის შეძენას დღესვე მოახერხებ, ხოლო მის საფასურს 4 თვეზე გაძვირების გარეშე გადაანაწილებ, ეფექტური 0%-ით.

 

განაწილების გამოყენება იმ შემთხვევაში შეგიძლია, თუ პროდუქტის შეძენისას ერთიანად 100 ლარზე მეტის გადახდა გიწევს, ან დაუგეგმავად სტუმრები მოდიან და შენი მაცივარი ცარიელია, თუ შენს საყვარელ პროდუქტზე ფასდაკლებაა და მას დიდი სიამოვნებით მოიმარაგებდი, ან უბრალოდ ჭკვიანურად გინდა დახარჯო შენი ბიუჯეტი.

 

რაც მთავარია, განაწილებით სარგებლობას მაშინაც შეძლებ, თუ ლიმიტი უკვე დაიმტკიცე, მაგრამ, ანგარიშზე საკმარისი თანხა არ გაქვს.

 

როგორ უნდა გადაიხადო განაწილებით?

 

·         პირველ რიგში, თიბისის ციფრულ ბანკში, შეთავაზებების გვერდზე გადადი განაწილებაზე და დაიმტკიცე განაწილების ლიმიტი;

·         პარტნიორ მერჩანტთან მოითხოვე განაწილებით გადახდა;

·         შენი მობილური ბანკიდან დაასკანერე ტერმინალზე გამოსახული QR კოდი;

·         დაეთანხმე წესებს და პირობებს;

·         სასურველი ნივთი უკვე შენია.

 

პროდუქციის საფასური 4 თვეზე გადაგინაწილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაიხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს,  ეფექტური 0%-ით.

 

სექტემბრის ბოლომდე „კარფურის“ სუპერმარკეტების ქსელში აქციებია დაგეგმილი, რომლებიც არ უნდა გამოტოვო.  გადაიხადე განაწილებით, გადაიხადე ჭკვიანურად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები