0 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი უკიდურეს კომფორტშია, დამატებითი მინიშნებები არაეთიკურია - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას არასწორს და არაეთიკურს უწოდებს.

"წარმოუდგენელია, არ ვიცი მე რა უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით. კაცი არის პატიმარი და ციხეშიც არ არის, ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. თქვენ ნახეთ, იგივე ვიდეოკადრებიდან, როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ და საპირისპიროდ როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს კიდევ დამატებითი მინიშნებები როცა კეთდება, არასწორია, უბრალოდ არაეთიკურიც არის ეს ყველაფერი", - თქვა ირაკლი კობახიძემ მეთიუ მილერის საპასუხოდ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები