2 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გაიხსნება ქართულ–რუსული უნივერსიტეტი, რომელსაც მთლიანად რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს–პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი

ევგენი პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი გაზეთ საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში სანკტ–პეტერბურგში „ ქართულ–რუსული დიალოგის “ ფარგლებში გამართული ფორუმის შესახებ ყვება, რომელსაც მისი თქმით რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, ქართველი და რუსი ექსპერტები ესწრებოდნენ. დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ფორუმზე განიხილეს ქართულ–რუსული უნივერსიტეტის შექმნის საკითხი, რომელიც სტუდენტებისთვის უფასო იქნება და მას მთლიანად რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს. ლორთქიფანიძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადგილის ძებნა, სადაც ეს უნივერსიტეტი განთავსდება:

“ეს იქნება უნიკალური სასწავლებელი, რომელსაც მთლიანად რუსეთის მხარე დააკომპლექტებს. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოს უნივერსიტეტის შესახებ გარკვეული სურათი გვექნება“–ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ამავე ინტერვიუში დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსეთ–საქართველოს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზეც საუბრობს და რუსული გამოცდილების გადმოტანაზე საქრათველოში სხვადასხვა საკითხებში.

პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ფორუმზე საუბარი იყო რუსეთ–საქართველოს შორის ავიაბილეთების ფასის გადახედვაზე და ითქვა, რომ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება, რადგან ბილეთები ძვირია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები