0 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი - ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ საზღვარგარეთის კლინიკებთან კონტრაქტებს ხელი მოეწერა და განაცხადების მიღება ორშაბათიდან დაიწყება

„კიდევ რაც მინდოდა მეთქვა არის ონკოლოგიური ბავშვების პროგრამასთან დაკავშირებული. იმ კლინიკებთან, რომელიც შეირჩა, უკვე მოეწერა კონტრაქტებს ხელი. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და ამ პროცესის ორგანიზება სპეციალური ბორდის მეშვეობით, თუ რომელი ბავშვს რომელ კლინიკაში შეგვიძლია შევთავაზოთ გაშვება, ადგილზე იმკურნალებს თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ. რაც ბავშვისთვის ყველაზე უფრო სასურველი პროცესია დაავადების განსაკურნებლად, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. შესაბამისი საბჭო უცხოელი ექიმების ჩართულობით უკვე შევქმენით, რომელიც იმსჯელებს კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე და იმ სავარაუდო მკურნალობის მეთოდებზე, რომელიც ამა თუ იმ კლინიკაში შეიძლება გაეწიოს. შემდეგ მოხდება მშობლებისთვის შეთავაზება. შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყოს რეკომენდაცია, რომ საზღვარგარეთაც შეიძლება და საქართველოშიც და თვითონ მშობელს შეეძლება გადაწყვეტა, თუ სად ურჩევნია. საქართველოში იქნება თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ორივე შემთხვევაში ვაფინანსებთ სრულად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები