0 4 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩვენ დღესაც, გუშინაც, ხვალაც ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ.. ევროკავშირის 14 და ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ, მეგობრებო, ნუ გწყინთ - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო წინ უსწრებს არა მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას, არამედ ევროკავშირის 14 და ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას.

„ყოველგვარი შეფასებით, მათ შორის რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო წინ არის, უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და აღარ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე. საერთოდაც, კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, რიგ რეიტინგებში, მთელი კრიტერიუმებით, მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმებით - ჩვენი საერთაშორისო, ამერიკული, ევროპული ორგანიზაციების, ჩვენ არა მხოლოდ თქვენს მიერ ხსენებულ ქვეყნებს [უკრაინა, მოლდოვა] ვუსწრებთ, არამედ ევროკავშირის 14 ქვეყანას ვუსწრებთ, ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ. ეს არის რეალური, მეგობრებო. ნუ გწყინთ, ჩვენი, ანუ თქვენი ქვეყნის წარმატება“, -განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები