0 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველი დელეგაციის წარმატება დებატების საერთაშორისო ტურნირზე

 

5-11 ივლისს ჩატარდა დებატების საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი პრაღაში, რომელშიც ქართულმა დელეგაციამ სრული დაფინანსებით მიიღო მონაწილეობა. დებატების საერთაშორისო ფორუმში 200-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორიცაა იაპონია, ისრაელი, ავსტრია, ფინეთი, ლატვია, უკრაინა, ესტონეთი, იტალია, ესპანეთი, სლოვენია, ჩეხეთი და სხვა. 

 

ფორუმის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი, რომელზეც ქართულმა დელეგაციამ მოიპოვა გამარჯვება ისრაელის და ესპანეთის გუნდებთან. გარდა ამისა, ფორუმზე ჩაატარატრენინგი საგანგებოდ მოწვეულმა ქართველმა საერთაშორისო ტრენერმა და მსაჯმა, ქეთევან მაღრაძემ. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ტრენერმა, საერთაშორისო ტურნირსაც აქტიურად უმსაჯა. 

 

საერთაშორისო ფორუმში მისაღებად შეირჩა 4 მოსწავლე, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, მთელი საქართველოს არსებული დებატების კლუბების და სკოლების 900-მდე წევრისგან, რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად.

 

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

 

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE), საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ორგანიზაციის (IDEA) ერთადერთი წევრია საქართველოდან, რომელმაც ჩაატარა დებატების საერთაშორისო ფორუმი და რომელიც მრავალი წელია ზრუნავს ახალგაზრდებზე და ხელს უწყობს მათგანვითარებას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები