0 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ზუკას თასი“ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა

პირველ ივლისს მინიწყალბურთში ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი „ზუკას თასი“ კაჭრეთის ამბასადორის „ოლიმპიურ აუზზე“ ჩატარდა. შეჯიბრებამ წელს პირველად უმასპინძლა გოგონათა გუნდებს. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა წყალბურთში ერთმანეთს გოგონები შეეჯიბრნენ. ტურნირის სპონსორი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ იყო, რომელიც ყოველთვის ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ქალთა როლის გაძლიერებასა და, მეორე მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ტოიოტასთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი მიზეზი, რის გამოც მხარი დავუჭირეთ „ზუკას თასს“, არის ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა, რადგან, როგორც იცით, წელს პირველად ზუკას თასის ტურნირში გოგონათა გუნდები ჩაერთნენ. გვსურს, რომ გავამხნეოთ შეჯიბრებაში მონაწილე გოგონები და ასევე ხაზი გავუსვათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას“.

„ზუკას თასში“ წელს წარმატებით იასპარეზა გოგონათა ორმა გუნდმა -  „დინამომ„ და კლუბმა „ივერიამ“. გოგონებს შორის საუკეთესო მოთამაშედ სალომე ნიკოლაიშვილი დასახელდა. შეჯიბრების წლევანდელი გამარჯვებული გახდა ყოფილი ეროვნული ნაკრები, კლუბი „დინამო“, რომელიც გარდამავალი თასით დაჯილდოვდა. თასები ასევე მიიღეს საუკეთესო ბომბარდირმა, მოთამაშემ და მეკარემ. მეორე ადგილზე გავიდა ზუკა სახელაშვილის სახელობის გუნდი „ლაგუნა ვერე“, ხოლო მესამეზე - „ზვიგენები“.

თათა სახელაშვილი, „ზუკას თასის“ ორგანიზატორი: „ზუკას თასის“ მსგავსი სპორტული ღონისძიებების თანადგომაში კერძო სექტორის ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქვე უნდა ითქვას, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ თავისი სოციალური პასუხისმგებლობით ყოველთვის გამოირჩევა ისეთი პროექტების მხარდაჭერით, რომლებიც ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პროექტში ჩართვასაც დიდი ენთუზიაზმით დათანხმდნენ“.

„ზუკას თასი“ 2007 წლიდან იმართება და გარდაცვლილი წყალბურთელის, ზუკა სახელაშვილის ხსოვნას ეძღვნება. წელს ტურნირი შერეული სისტემით, მინიწყალბურთის წესებით გაიმართა და მასში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ დედაქალაქის წყალთა სახეობის სასპორტო სკოლების, ოლიმპიური მზადების ცენტრებისა და მათი ფილიალების აღსაზრდელებს, ასევე ვეტერან სპორტსმენებს.

--

ტოიოტა ცენტრი თეგეტა „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები