0 1 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თეგეტა მოტორსი“ - საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდი არჩევანი საქართველოში

„თეგეტა მოტორსი“, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია, საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდი არჩევანით არის წარმოდგენილი.  ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი ავტონაწილების შეძენა, მათ შორის, მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკისაც კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა მოტორსის“ 28 ფილიალშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის სასურველი პროდუქტი ადგილზე არ არის, თეგეტას სწრაფი შეკვეთების სერვისი, ამ ავტონაწილის უმოკლეს დროში ჩამოტანას უზრუნველყოფს.

კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტას“ კომერციული იმპორტების სათადარიგო ნაწილების მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენთვის, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების სერვისი უმოკლეს დროში მივაწოდოთ. ამისათვის კი აუცილებელია ავტონაწილების ფართო არჩევანი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მომხმარებლების საჭიროებებს ვაკმაყოფილებთ ყველაზე დიდი ასორტიმენტით და ვთავაზობთ პროდუქტს ნებისმიერ საფასო კატეგორიაში ნებისმიერი ავტომობილისთვის, იქნება ეს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა.  აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავხვეწეთ სწრაფი შეკვეთების სისტემა და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ავტონაწილი ადგილზე არ გვაქვს, მისი ჩამოტანა უმოკლეს ვადებშია შესაძლებელი“.

„თეგეტა მოტორსის“ სწრაფი შეკვეთების მიმართულებას მომწოდებლები ჰყავს ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებზე. მრავალწლიანი თანამშრომლობის მქონე პარტნიორების დახმარებით, პროდუქცია საქართველოში მაქსიმალურად მოკლე დროში იგზავნება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაზოგოს დრო და სწრაფად შეაკეთოს თავისი ავტომობილი.

კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტას“ კომერციული იმპორტების სათადარიგო ნაწილების მიმართულების ხელმძღვანელი:  „მოგეხსენებათ, რომ მსუბუქი ავტომობილი შედგება 100 000-ზე მეტი დეტალისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე „თეგეტა მოტორსი“ წარმოდგენილია პროდუქციის ყველაზე ფართო სპექტრით, ზოგჯერ, ნაკლებად მოთხოვნადი და არასტანდარტული ნაწილების შემთხვევაში, მათი სწრაფი შეკვეთით ჩამოტანის საჭიროება დგება. ეს ეხება როგორც მსუბუქი ავტომობილის ძარის, ინტერიერისა თუ სავალ ნაწილებს, ისე ელექტრობასა და ნებისმიერ სხვა პრუდუქტს. ასეთ შემთხვევებში ჩვენი გამოცდილი გუნდი უსწრაფესად უკავშირდება შესაბამის პარტნიორს და ნაწილი საქართველოში უმოკლეს ვადაში ჩამოდის. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მომხმარებელს სრულად გამართული სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავუბრუნოთ“.  

მსუბუქი ავტომობილების გარდა, „თეგეტა მოტორსში“ სათადარიგო ნაწილების შეკვეთით ჩამოტანა სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ავტომობილებისთვისაც შესაძლებელია. ამ მიმართულებით პროდუქციის მიწოდება ასევე უმოკლეს ვადებშია შესაძლებელი.

კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტას“ კომერციული იმპორტების სათადარიგო ნაწილების მიმართულების ხელმძღვანელი: „სატვირთო ავტომობილებისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შემთხვევაში, ყოველი მოცდენილი დღე დიდ ფინანსურ დანაკარგებთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ მსგავსი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ნაწილების უმოკლეს ვადებში მიწოდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. „თეგეტა მოტორსის“ სწრაფი შეკვეთების სერვისი სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის შევქმენით. ამ ეტაპზე ნებისმიერი სათადარიგო ნაწილის ჩამოტანა შეგვიძლია და ამას ბაზარზე ყველაზე მოკლე დროში ვახდენთ. ეს კი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, შეკეთებული ტექნიკა უმოკლეს ვადებში დააბრუნოს მიმდინარე პროექტის განსახორციელებლად და თავიდან აირიდოს ზედმეტი ხარჯი“.

„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში მსოფლიოს წამყვან 300-ზე მეტ ბრენდს ექსკლუზიურად წარმოადგენს. სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანი საქართველოს მასშტაბით კომპანიის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები