0 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,სუროგაცია დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის.. შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები" - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის სუროგაციის რეგულაციის ინიციატივით გამოდის.პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, რადგან სუროგაციის საშუალებით საქართველოში დაბადებული ბავშვები შესაძლოა ქვექნის გარეთ ერთსქესიან წყვილებსაც გაჰყავდეთ.

"ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილი არის, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული [სუროგაცია] ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს... უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება, ონლაინიც არის ეს, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ჩვენს მოქალაქეებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს, შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი, ვის გაჰყავს, საერთოდ რომელ წყვილს გაჰყავს, არსებობს ინფორმაცია, რომ შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და შეიძლება უამრავი პრობლემა იყოს, სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჯანდაცვის სამინისტრო, ამიტომ ამას სჭირდება რეგულირება",- განმარტა ღარიბაშვილმა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები