0 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავტომობილის სავალი ნაწილის გამართულობა - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“

 

მანქანის სავალი ნაწილის შემოწმება აუცილებელ სერვისებს შორის ერთ-ერთი პირველია. არასწორი რელიეფი, ორმოები გზაზე და ბუნებრივი პირობები შეიძლება სავალი ნაწილის დაზიანების მიზეზი გახდეს. თუმცა ხშირად ავტომფლობელების უმეტესობა აღნიშნულ დეტალებზე მხოლოდ მაშინ იწყებს ზრუნვას, როცა ავტომობილით გადაადგილებისას თავს იჩენს სხვადასხვა პრობლემა:

   . ვიბრაცია მაღალი სიჩქარით მოძრაობისას

   . სავალი ნაწილებიდან უჩვეულო ხმაური 

   . გართულებული მართვა

  . სამუხრუჭე სისტემის არაეფექტიანობა

  . საბურავების სწრაფი და არათანაბარი ცვეთა 

  . დისკომფორტი უსწორმასწორო გზებზე მოძრაობისას და ა.შ.

სავალი ნაწილი ავტომობილის მოძრავ მექანიზმთა ნაკრებია, რომლის გამართულობაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ნებისმიერი ერთი დეტალის გაუმართაობამაც კი შეიძლება მთელი სისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს.

სპეციალისტების რჩევით, სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა, მართვის სტილის გათვალისწინებით,პერიოდულად აუცილებელია. სავალი ნაწილის შემოწმებისას დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგ დეტალებზე: 

სამუხრუჭე ხუნდები და დისკები

სავალი ნაწილის შემოწმებისას, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს ხუნდების რესურსი და დისკის მდგომარეობა, ვინაიდან ისინი ჩვენი უსაფრთხო გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი გარანტია. შემოწმების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში,აუცილებლად უნდა  ჩანაცვლდეს ისეთი სწრაფად ცვეთადი დეტალები, როგორებიცაა სამუხრუჭე ხუნდი და დისკი. ამ დეტალების რესურსის ამოწურვა/გაუმართაობა იწვევს არაეფექტურ მუხრუჭს,გაზრდილ სამუხრუჭე მანძილს და ა.შ.

ბერკეტები და მილისები

ბევრი მძღოლისათვის შესაძლოა რთული გასაგები იყოს ბერკეტებისა და მილისების მნიშვნელობა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს დეტალები სავალი ნაწილის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილებია. მათზეა დამოკიდებული სხვადასხვა მანევრის შესრულებისას ავტომობილის მდგრადობა და კომფორტული გადაადგილება. ბერკეტის ან ბერკეტის მილისების დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა, ავტომობილს აერიოს თვლების ნახარი. ასეთ დროს კი იმატებს საბურავის ცვეთა, უსწორმასწორო გზებზე გადაადგილებისას გამოსცემს ხმებს და მგზავრობა ხდება არაკომფორტული.

ამორტიზატორი

ამორტიზატორის უმთავრესი დანიშნულებაა უსწორმასწორო გზაზე გადაადგილებისას, რაიმე დაბრკოლებაზე ან გზაზე გაჩენილ ჩაღრმავებულ ადგილზე გადავლისას საბურავზე წარმოქმნილი დარტყმითი ძალის შთანთქმა, განეიტრალება. სწორედ ამორტიზატორის ეს თვისება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ნებისმიერ გზაზე გადაადგილებისას. იმ შემთხვევაში, თუ ამორტიზატორი დაზიანდა, თუ დაკარგა სითხე, რომლის დახმარებითაც ფუნქციონირებს, თუ დაზიანდა მისი აგებულების უმნიშვნელოვანესიდეტალი - ზამბარა, მაშინ საბურავზე წარმოქმნილი დარტყმითი ძალა ვეღარ განეიტრალდება და ეს ძალა ავტომობილის ძარასა და სხვადასხვა ნაწილზემიემართება, რაც მათ დაზიანებასაც გამოიწვევს. 

 

სტაბილიზატორი, სტაბილიზატორის კრონშტეინები და მილისები

ალბათ რთული მისახვედრი არ არის, რა დანიშნულება აქვს სტაბილიზატორს. სტაბილიზაცია - ესაა მისი მთავარი ფუნქცია. მანევრის შესრულებისას ინერციის ძალით ავტომობილი იხრება მანევრის შესრულების საწინააღმდეგო მხარეს და თუ მანევრი არის მკვეთრი და სიჩქარე მაღალი, დიდია ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი ძალიან გადაიხაროს და ეს გადახრა არასასურველი შედეგითდასრულდეს. სტაბილიზატორი ინერციით წარმოქმნილ ძალას თანაბრად ანაწილებს ავტომობილის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, გვეხმარება იმაში, რომ მოხვევისას ავტომობილი მინიმალურად გადაიხაროს. რაც უფრო ნაკლებია გადახრის კუთხე, მით უფრო მაღალია ოთხივე საბურავის გზასთან მოჭიდების ხარისხი და გადაადგილებაც უფრო კომფორტული და უსაფრთხოა. ასე რომ, დაზიანებული სტაბილიზატორით გადაადგილება არცთუ ისე უსაფრთხოა. 

სავალი ნაწილის საფუძვლიანი შემოწმება პროფესიული ცოდნის, პროფესიონალიზმისა და აუცილებელი ინსტრუმენტების გარეშე შეუძლებელია. საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა მოტორსის“სერვისცენტრებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მექანიკოსები, სავალი ნაწილების დიაგნოსტირებასთან ერთად, ავტომობილის ნაწილების დროული რემონტისთვის ზუსტ რეკომენდაციებსა და შესაბამის მომსახურებას გთავაზობენ. 

„თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში ავტომობილს ქარხანა-მწარმოებლის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით შეგიკეთებენ. 

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები