0 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში „გრემო 2023“ გაიმართა

 

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით საქართველოში უძრავი ქონების მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია "გრემო’’ 2023 გაიმართა. უკვე მესამე წელია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი“ სექტორის განვითარებაზე ზრუნვას და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საინტერესო შეხვედრებს აორგანიზებს.

წელს "გრემოს’’  ფარგლებში როგორც პრეზენტაციები, ასევე პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები გაიმართა. ძირითადი თემები, რომლის გარშემოც აჭარაში მოღვაწე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების 70-მდე წარმომადგენელი გაერთიანდა: ბათუმის გენ. გეგმის ხედვა, ცოდნა ნიშური ბაზრების კუთხით, სამშენებლო უსაფრთხოება, თანამედროვე ტექნოლოგიები და დაფინანსების შესაძლებლებობები იყო.

“საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტის"ორგანიზებით გამართული ღონისძიება „გრემო“ აერთიანებს ჩვენს სამიზნე აუდიტორიასა და სექტორის მნიშვნელოვან მოთამაშეებს. გამომდინარე იქიდან, რომ ლიზინგი ძირითადი საშუალებების დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი და მარტივი გზაა, აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის დიდი გამოცდილება და საკმაოდ სოლიდური პორტფელი გაგვაჩნია. სექტორთან მჭიდრო ურთიერთობის გათვალისწინებით, ჩვენთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. ამჯერად „გრემოს“ აჭარამ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანმა რეგიონმა უმასპინძლა. მოცემულ ეტაპზე, ქვეყნის ეს ნაწილი სამშენებლო-დეველოპერული მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურია, სწრაფი ტემპით ვითარდება, მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები და ფინანსურ რესურსებზე მოთხოვნაც მზარდია. ღონისძიებამ მოგვცა პლატფორმა და შესაძლებლობა გვესაუბრა ახალ და აწ უკვე წარმატებულ პროექტებზე, ასევე კომერციული უძრავი ქონების ლიზინგზე, პროდუქტზე, რომელიც რეალურად პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნებს და დიდ ინტერესს იწვევს აუდიტორიაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ბერკეტები გავუმარტივოთ მომხმარებელს ცხოვრება, სწრაფი, მოქნილი და კონკურენტუნარიანი დაფინანსების შესაძლებლობით, რაც ასე ძალიან სჭირდება სექტორს “- ნოდარ ბარბაქაძე, თიბისი ლიზინგის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი.

Prospect-ის მიზანია, ყოვეწლიური კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე კომპანიებს გაუზიაროს ყველაზე მნიშვნელოვანი და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო საკითხები, სწორედ ამ მიზნით, წელს გრემო-ს ღონისძიება თბილისშიც, უკვე მე-3ჯერ  იგეგმება.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები