თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
|
3-4 ივნისს 9 აპრილის ბაღში სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ მოეწყო. ღონისძიებაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, მწვანე და სოციალური საწარმოებისგან შემდგარი, 70-ამდე მეწარმის ნამუშევრები და პროექტები იყო წარმოდგენილი.
„მწვანე ბაზრის“ მონაწილეები მთავარმა პრიორიტეტმა - გარემოზე ზრუნვამ გააერთიანა. ფესტივალი „თეგეტა ჰოლდინგსა“ და მასში შემავალი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით გაიმართა. ორდღიანი ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ვორქშოპები და დისკუსია პლანეტის მწვანე მომავალზე, რომელიც „თეგეტა გრინ პლანეტის“ სივრცეში მოეწყო.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის მიმართულებით. „მწვანე ბაზრის“ მხარდაჭერისას ძირითადი მოტივაცია სწორედ ეს იყო. 9 აპრილის ბაღში ვისაუბრეთ ამ აქტუალური საკითხების შესახებ, ასევე სტუმრებს ვაჩვენეთ წინასწარ მომზადებული ვიდეორგოლი, სადაც კარგად ჩანს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობა და მიმართულებები. ჯანსაღი ეკოსისტემის შესაქმნელად „თეგეტა ჰოლდინგი“ Tegeta Green Planet-ის მეშვეობით საავტომობილო ნარჩენებს აგროვებს და გადასამუშავებლად პარტნიორ საწარმოებს აბარებს. „მწვანე ბაზარზე“ მოსულ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, სად შეიძლება მეორადი ზეთის, აკუმულატორისა თუ საბურავის ჩაბარება. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ არის ადგილი, სადაც შესაძლებელია, მეორადი პროდუქტი წაიღოს და ქუჩაში არ გადააგდოს მარტივად. გვჯერა, ნარჩენების დახარისხებითა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მართვით შეგვიძლია, სამყაროსთვის ახალი ღირებულება შევქმნათ“.
ფესტივალის ყველა მხარდამჭერი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია იყო, რომელთაგან თითოეული მწვანე მომავალზეა ორიენტირებული და კონკრეტული პროექტებით წვლილი შეაქვს პლანეტის კეთილდღეობაში.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „მწვანე მომავალზე ორიენტირებული პროექტები თეგეტასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. „მწვანე ბაზრის“ მხარდაჭერით ვფიქრობ შევძელით და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი შვილობილი ორგანიზაციის „თეგეტა გრინ პლანეტის“ შესახებ, ვიმსჯელეთ მის საქმიანობასა და განხორციელებულ პროექტებზე.“
„მწვანე ბაზრის“ ორგანიზატორები „ვინტილატორი“ და „ბეთერფლაი“ არიან. „ვინტილატორი“ ძველზმანების ახლებური ისტორიის შემქმნელია. ის მწვანე საწყისებზე დაფუძნებული სოციალური საწარმოა, რომელიც, ვინტაჟური მიმართულების 8 მარკეტის პარალელურად, მუშაობს ავეჯისა და სამოსის გადაკეთება-შეკეთებაზე, ასევე ქმნის გადაცემას „შეაკეთე“, რომელიც მომხმარებელს პრაქტიკულ რჩევებს აძლევს, როგორ შთაბერონ ძველ, გამოუსადეგარ ნივთებს ახალი სიცოცხლე.
„ბეთერფლაი“ საკომუნიკაციო პროექტების მართვის მიმართულებით ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან ეხმარება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს როგორც მცირე, ისე კომპლექსური საკომუნიკაციო მიზნების ეფექტიანად მიღწევაში.
შოკო ჩაჩუა, „მწვანე ბაზრის“ორგანიზატორი, სოციალური საწარმო „ვინტილატორის“ შემქმნელი: „ჩვენი მიზანი იყო, გაგვეერთიანებინა ადამიანები, კომპანიები, სოციალური საწარმოები, არამეწარმეები, მდგრადი წარმოების წარმომადგენლები და შემდგომში მათი ერთ კომუნად ჩამოყალიბების პრეცედენტი შეგვექმნა, რაც სხვადასხვა სასარგებლო აქტივობას ჩაუყრის საფუძველს. შეზღუდვა გვქონდა იმ თვალსაზრისით, რომ როგორც „მწვანე ბაზრის“ მონაწილეები, ისე ჩვენი პარტნიორები აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები კორპორაციული პასუხისმგებლობის სხვადასხვა პროექტში, რაღაც სასარგებლოს უნდა აკეთებდნენ გარემოსთვის. მდგრადი პარტნიორების მოძებნა იყო ჩვენი ამოცანა. სწორედ ამ ნიშნით გახდნენ ჩვენი პარტნიორები „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“.
3 და 4 ივნისს 9 აპრილის ბაღში „მწვანე ბაზრის“ სტუმრებს ფერადი, ხალისიანი გარემო, კარგი მუსიკა და უამრავი სასიამოვნო აქტივობა დახვდათ. ღონისძიების ყველა მონაწილეს ჰქონდა საკუთარი გზავნილი სტუმრებთან და ეს გზავნილები ეპასუხებოდა ჩვენი გარემოსთვის საჭირბოროტო სხვადასხვა საკითხს. საუბრების სერია, ვორქშოპები, „თეგეტას“ ზონა, USAID-ისა და გაეროს სპიკერების გამოსვლები თუ საბავშვო აქტივობები საერთო - მდგრადი და მწვანე მიზნების - კონტექსტით იყო გაერთიანებული.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერ...
4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის სპეციალურ ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“. &n...
„თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს აქციები დაიწყო და ავტომობილის გასამართად კომპანიამ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ეს ის სეზონია, როდესაც ამინდის მკვეთრად გაუარე...
კომენტარები