0 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 დაჯილდოება 2 ივნისს გაიმართება

 

თიბისის პარტნიორობით, Forbes საქართველო 2023 წლის 30 წლამდელთა სიას 2 ივნისს წარადგენს. უკვე მეხუთე წელია Forbes Georgia ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც ამ განსაკუთრებულ აღიარებას სხვადასხვა სფეროში მიღწევებისა და წარმატების პოტენციალის საფუძველზე იღებენ.

2023 წელს პროექტში ჯამში 400-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. ჟიურიმ, რომელიც კატეგორიის შესაბამისი სფეროს პროფესიონალებისგან შედგება გამარჯვებულები შემდეგ 6 კატეგორიაში გამოავლინა: მედია და მარკეტინგი, კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, ფინანსები.

„ეს პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებსა და ინიციატივებს შორის, რომლებიც ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ახალი თაობის მხარდასაჭერად განვახორციელეთ. მე ძალიან ვამაყობ ყველა ამ წამოწყებით, რომელიც ახალგაზრდებს აძლიერებს და წაახალისებს. ეს ადამიანები არიან 30 წლამდე ასაკის პროფესიონალები, წარმატებული ლიდერები, რომლებმაც თავიანთი საქმით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფეროში და მჯერა, რომ Forbes-ის ეს აღიარება ახალგაზრდებს გზას გაუხსნის და კიდევ მეტის გაკეთების სტიმულსა და შესაძლებლობას მისცემს.“-  ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისი უკვე მეორე წელია 30 Under 30-ის პროექტის მხარდამჭერია და ხელს უწყობს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებითა თუ სტარტაპებით შემოქმედებითი საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.

Forbes Gorgia-ს პროექტ 30 under 30-ის მთავარი პარტნიორები არიან თიბისი და გალფი, ორგანიზატორი კი კონსიერჟ თბილისია.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები