0 6 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკები შეიქმნება

თიბისი მხარს უჭერს საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკების შექმნის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, ბანკსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სიმბოლურია, რომ პარტნიორებმა 23 მაისს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქართული ემიგრაციის მუზეუმში მოაწერეს ხელი, რომელიც სწორედ თიბისის მხარდაჭერით შეიქმნა. მუზეუმისთვის ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის უცნობი ემიგრანტული ლიტერატურა, პირადი არქივები, წერილები თუ ფოტომასალა საქართველოში თიბისის დახმარებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოიტანა.  

აღნიშნული შეთანხმებით კი პარტნიორობა ამ ორ ინსტიტუციას, შორის კიდევ უფრო ფართოვდება. თიბისის მხარდაჭერით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისთვის თურქეთის ქალაქ, სინოფში, ქართული წიგნების სივრცე მოეწყობა. კულტურულ-შემეცნებითი სივრცის გახსნის ინიციატივა ქართველი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მწერლის შემოქმედების გაცნობას მოიაზრებს.

„თიბისი, თავისი არსებობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის მხარს უჭერდა განათლების ხელმისაწვდომობასა და კულტურულ-შემეცნებით ინიციატივებს. ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოქალაქეების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინება და სხვადასხვა აქტივობით საქართველოსთან მათი კავშირის კიდევ უფრო გამყარება“ - მარიამ თავბერიძე, თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი.

თიბისისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სტრატეგიულ პარტნიორობას წინ უძღოდა 2015 წელს, ემიგრაციის მუზეუმის დაარსება, რაც ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

თიბისი მომავალშიც გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები