0 5 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

PSP-მ 44 584 კოლოფი თურქული იაფი მედიკამენტების ახალი პარტია შემოიტანა

 

კომპანია PSP-მ თურქეთიდან 34 დასახელების მედიკამენტი, 44 584 კოლოფი, შემოიტანა. დღეს PSP-ს სააფთიაქო ქსელში ქართველ მომხმარებლებს 200-ზე მეტი დასახელების თურქულ მედიკამენტს სთავაზობს.

„თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანის დაშვებამ, შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქევყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

ახალი რეგულაციის ამოქმედების დღიდან,  2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, PSP-მ შემოიტანა 315 დასახლების, 11 მლნ ლარზე მეტი მეტი ღირებულების იაფი მედიკამენტი თურქეთიდან, რაც ჯამში 500 000 კოლოფზე მეტ პრეპარატს შეადგენს .

PSP-ს მთავარი ორიენტირი მოხმარებელია, სწორედ ამიტომ არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში ვაწვდით მომხარებელს გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ფართო არჩევანს.

თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის მიზნით, კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს კომუნიკაციას თურქეთის სადისტრიბუციო კომპანიებთან ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით; რეგისტრირებული დასახელებების ზრდის პარალელურად, 10-მდე კომპანიასთან თვიდან თვემდე მუდმივად მზარდი იმპორტის მოცულობით თანამშრომლობს“- აცხადებენ PSP-ში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები