0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა უფროსკლასელებისთვის

 

თიბისი მოსწავლეებს მთელი საქართველოდან თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.

თანამედროვე სამყარო, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების მეშვეობით, ბევრ ახალ და საინტერესო პროფესიას გვთავაზობს. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ადამიანებისთვის დღეს უკვე შესაძლებელია საერთო პროექტებზე მუშაობა ისე, რომ შენი მშობლიური ქალაქის დატოვება არ მოგიწიოს. თანამედროვე ტექნოლოგიები ამცირებს მანძილებს, აახლოებს ადამიანებს და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ისეთ კარგად ნაცნობ სფეროებშიც, როგორიცაა მედიცინა, მრეწველობა, ფუნდამენტური მეცნიერებები, მომსახურების სფერო და ა.შ.

დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, თიბისი გთავაზობთ განათლების პროგრამას სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც შედგება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობებისგან. ესენია: ონლაინ კურსები, ვორქშოფები, კონკურსები, ჰაკათონები და სხვა.

პროგრამის პირველ ეტაპზე გთავაზობთ ტექნოლოგიის სხვადასხვა მიმართულებების გაცნობით და სასწავლო კურსებს. კურსების რაოდენობა და მათი შინაარსის მრავალფეროვნება ეტაპობრივად გაიზრდება.

სასწავლო პროგრამები განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის. კურსებზე დასწრება სრულიად უფასოა, საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი, კომპიუტერის/მობილურის გამოყენების საბაზისო ცოდნა და სწავლის დიდი სურვილი.

მოსწავლეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემოთავაზებული 4 კურსიდან ერთ-ერთზე:

ტექნოლოგიების საფუძვლების - ტექნოლოგიების გაცნობითი კურსი: ეს არის 7 შეხვედრიანი, ერთთვიანი კურსი, რომლის განმავლობაშიც, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტები) და კომპიუტერული თამაშების შექმნის შესახებ. აღნიშნული კურსი მოსწავლეებში გაზრდის თვალსაწიერს და  უმაღლესი განათლების მიმართულების არჩევაში დაეხმარება.

 

გარდა მოკლე შემეცნებითი კურსისა, გთავაზობთ სამთვიან სასწავლო კურსებს შემდეგი მიმართულებებით:

·         ვებგვერდების შექმნა

·         მოლაპარაკე პროგრამების შექმნა (ჩატბოტები)

·         კომპიუტერული თამაშების შექმნა

აღნიშნული, სამთვიანი სასწავლო კურსები, ხარისხიან საბაზისო ცოდნას მისცემს უფროსკლასელებს, შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

„თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, იქნებოდა ეს ნიჭიერი ახალგაზრდების სასტიპენდიო პროგრამები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონკურსები, საგანმანათლებლო - შემეცნებითი ტურები სკოლის მოსწავლეებისათვის, ტრენინგები ბიზნესებისთვის და სხვა. წელს კი ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვაქციეთ. ვინაიდან, თანამედროვე ტექნოლოგიების სათანადო ცოდნა არის გზა ახალი შესაძლებლობების სამყაროსკენ, ჩვენ, თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამით, გვინდა გავუმარტივოთ ახალ თაობას გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება და ათასობით ახალგაზრდას მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე“ - ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.

თიბისის საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია სანდრო ასათიანთან ერთად. იგი ტექნოლოგიების სფეროს ინოვატორი, ლექტორი და არაერთი სტარტაპის დამფუძნებელია.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით.

ტექნოლოგიური განათლების პროგრამა სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.

კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2-დან 12 მაისი ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სასურველ კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები