0 4 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით, სხვანაირად შეუძლებელია" - კალაძე წერეთლის გამზირიდან

"ამ სამუშაოების გამო ჩვენ მოგვიწია სავალი ნაწილის, გზის ნახევრის ჩაკეტვა, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია აღნიშნული სამუშაოების წარმოება. დისკომფორტისთვის კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოგიხადოთ ყველა იმ ადამიანს ვინც წუხდებით, შეფერხებით გადაადგილდებით, თუმცა დამეთანხმებით იმაში, რომ სხვანაირად შეუძლებელია ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომ არ მოხდეს კონკრეტული გზის მონაკვეთების ჩაკეტვა. სხვანაირად შეუძლებელია, ჩვენ ისეთ სამუშაოებს ვაწარმოებთ, მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომ გადაკეტვის გარეშე შეუძლებელია ამ სამუშაოების წარმოება.

პროექტის ფარგლებში პირველ რიგში კეთდება მიწისქვეშა კომინიკაციები.ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც მიწის ზემოთ არის ყველაფერი ჩავა ქვემოთ.გამწვანების სამუშაობიც იქნება განხორციელებული. ახალი დიზაინი და მიდგომები ყველაფერი იქნება გათვალისწინებული," - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაობს გაეცნო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები