0 5 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Porsche | Musya - პორშეს 75-წლიანი ფერადი ისტორია

 

„Driven By dreams“ – ამ გზავნილში გაერთიანდა პორშეს ისტორია, რომელიც ოცნებებით სავსე ფერად მოგზაურობას უკავშირდება. უკვე 75 წელია, რაც ბრენდი ქმნის მოდელებს, რომლებშიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს. 

საიუბილეო წლის აღნიშვნა „პორშე ცენტრი თბილისმა“ განსაკუთრებული პროექტით დაიწყო და შექმნა ტაიკანის უნიკალური მოხატულობა, რომელიცპორშეს ფერადი ისტორიითა და მეოცნებე არსითაა ინსპირირებული. 

თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“მარკეტინგის ხელმძღვანელი: „პორშეთავიდანვე გამორჩეულად ფერადი ბრენდი იყო და დღემდე ასე გრძელდება. ის საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ მკვეთრი ფერები თანაბრად უხდება როგორც სპორტულ, ისე SUV მოდელებს. ბრენდის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, პორშეს უნიკალური ფერები ახალი ტაიკანის თანამედროვე მოდელზეც გადაგვეტანა და ამ გზით გვეჩვენებინა მისი ისტორია. თითოეული ფერი უწყვეტად არის გამოყენებული, რაც გამოხატავს ჩვენს რწმენას, რომ პორშეს ფერადი ისტორია უსასრულოდ გრძელდება“.

პორშეს ფერებით შექმნილი აბსტრაქტული ნამუშევარი, რომელიც კომპანიამ ტაიკანის გამორჩეულ დიზაინზე გადაიტანა, მხატვარ მუსია ქებურიას ეკუთვნის. როგორც თავად აღნიშნავს, ეს მისთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო, რთული და შთამაგონებელი პროცესი იყო. 

მუსია ქებურია, მხატვარი: „ყოველი ახალი ნამუშევარი ახალი გამოწვევაა, თუმცა ეს პროექტი პირველი დღეებიდანვეგანსაკუთრებული იყო თავისივესაპასუხისმგებლო დავალებითა და ურთულესი სამუშაო პროცესით. Porsche-ს 75-წლიანი ფერადი ისტორიის გადმოცემა არც ისე მარტივი აღმოჩნდა თვალშისაცემივიზუალისა და, ჩემი აზრით, სრულყოფილი ფორმების მქონე ტაიკანზე. ვფიქრობ, დიდი შრომის შედეგად ამ დავალებას სათანადოდ გავართვით თავი და საბოლოოდ შევქმენით უნიკალური დიზაინი, სავსე ფერების პალიტრითა და მათი გრადაციების სინთეზით,რომელიც გამოხატავს უსასრულობას, ფერადი ოცნებებით სავსე უწყვეტ მოგზაურობას დროსა და სივრცეში.

მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა,ჩემს პორტფოლიოში დიდი სიამაყით შემეტანა კიდევ ერთ მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობა“.

„პორშე ცენტრი თბილისის“ ნამუშევარს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა პორშეს სათავო ოფისიდანაც.რეგიონის იმპორტიორთა შეხვედრაზე ის გამორჩეულად წარადგინეს, რათა ორიგინალური ქართული პროექტი სხვა ქვეყნებისთვისაცშთამაგონებელი გამხდარიყო. 

უნიკალური მოხატულობის ტაიკანს ხშირად შეხვდებით თბილისის ქუჩებში. ბრენდის 75 წლის კამპანიის აღნიშვნას „პორშე ცენტრი თბილისი“ ამით არ ასრულებს. უკვე დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება, რომელთა მთავარი გზავნილიც კვლავ პორშეს ფერადი ისტორია იქნება. 

--

„პორშე ცენტრი თბილისი“ „თეგეტა ჰოლდინგში“შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები