0 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მოსალოდნელზე უფრო დაბალი ინფლაცია მარტში

თებერვლის ეკონომიკის ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისია. მნიშვნელოვანია, რომ შიდა მოთხოვნა ძლიერი რჩება, ისევე როგორც ექსპორტი, თუკი საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დაცემით გამოწვეულ ფეროშენადნობებისა და სასუქების ნეგატიურ ეფექტს გამოვრიცხავთ, რამაც თებერვლის ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად, დაახლოებით 1%-ით იმოქმედა.

 

ლარის კურსის მხრივ, საყურადღებოა, რომ ძლიერ სავალუტო შემოდინებებთან ერთად, გამყარებას ბოლო პერიოდში, საბანკო დაკრედიტების უცხოურ ვალუტაში მეტად ზრდაც უწყობს ხელს. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ლარი მის გრძელდავიან ტენდენციასთან შედარებით მართალია შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მეტად არის გამყარებული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დღეს გამოქვეყნებული მარტის ინფლაციის მაჩვენებელი თიბისი კაპიტალის ოპტიმისტურ მოლოდინებთან შედარებითაც კი უფრო მეტად შემცირდა და წლიურ ჭრილში, თებერვლის 8.1%-ის შემდეგ, 5.3% შეადგინა, თვიურ ჭრილში კი, თებერვლის მსგავსად, კვლავ დეფლაცია დაფიქსირდა. ეს სამომავლოდ, ლარის საშუალო კურსის არგუმენტთან ერთად, ლარის კურსისთვის ნეგატიურია.

 

გასულ კვირაში, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო, ისევე როგორც განცხადება, რომ განაკვეთის შემცირების წინაპირობა ადგილობრივი ინფლაციის შემცირება უფროა, ვიდრე მხოლოდ ჯამურის, რისთვისაც ჯერ კიდევ დროა საჭირო. ამასთან, თიბისი კაპიტალის აზრით, იმპორტული და ასევე ჯამური ინფლაციის დინამიკა თუ საპროცენტო განაკვეთის დაწევის არა, უფრო მეტი სავალუტო ინტერვენციის ცალსახა არგუმენტია. ეს კი ნიშნავს, რომ მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, ლარის მატერიალური გამყარების ალბათობა ძალიან მცირეა. თავისთავად, ამ მხრივ მნიშვნელოვანია თუ რომელ სავალუტო წყვილზეა საუბარი. საკუთრივ, თიბისი კაპიატლი ასევე ინარჩუნებს შეფასებას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ევროს დოლართან დამატებით გამყარების პოტენციალი გააჩნია.

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები