0 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ვიმუშავებ 4 პრიორიტეტზე – დანიგენი

ᲔᲚᲩᲐᲓ ᲓᲐᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ ᲩᲔᲛᲘ ᲧᲣᲠᲐᲓᲦᲔᲑᲐ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ 4 ᲞᲠᲘᲝᲠᲘᲢᲔᲢᲘᲡᲙᲔᲜ.

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ, ᲩᲔᲛᲘ ᲣᲛᲗᲐᲕᲠᲔᲡᲘ ᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲐᲨᲨ-ᲘᲡ ᲡᲐᲔᲚᲩᲝᲡ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲛᲧᲝᲤᲘ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲔᲚᲘᲡ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲐ.

ᲛᲔᲝᲠᲔ, ᲕᲘᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐᲡᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ ᲓᲐ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚ ᲮᲐᲚᲮᲗᲐᲜ, ᲠᲐᲗᲐ ᲓᲐᲕᲔᲮᲛᲐᲠᲝ ᲛᲐᲗᲘ ᲝᲪᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲐᲨᲘ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲨᲘ, NATO-ᲡᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲔᲗᲨᲘ ᲛᲢᲙᲘᲪᲔ ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲘᲡ ᲙᲣᲗᲮᲘᲗ. ᲔᲕᲠᲝᲐᲢᲚᲐᲜᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲐ ᲐᲠᲐᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲔᲚᲡ ᲛᲝᲣᲢᲐᲜᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲔᲑᲡ, ᲛᲔ ᲦᲠᲛᲐᲓ ᲕᲐᲠ ᲓᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲣᲚᲘ, ᲠᲝᲛ ᲔᲡ ᲐᲨᲨ-ᲘᲡ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚᲘ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲘᲪᲐᲐ. ᲩᲕᲔᲜ ᲒᲕᲡᲣᲠᲡ ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ, ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲓ ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲔᲗᲨᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲨᲔᲔᲫᲚᲔᲑᲐ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲡᲐᲖᲦᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲔᲫᲚᲔᲑᲐ ᲠᲣᲡᲔᲗᲘᲡ ᲛᲐᲕᲜᲔ ᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲬᲔᲕᲐ.

ᲑᲝᲚᲝ 30 ᲬᲚᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲰᲥᲝᲜᲓᲐ ᲨᲔᲡᲐᲜᲘᲨᲜᲐᲕᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲔᲡᲘ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗᲘ ᲨᲔᲛᲐᲨᲤᲝᲗᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲐ ᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛ ᲛᲔᲢᲘᲐ ᲒᲐᲡᲐᲙᲔᲗᲔᲑᲔᲚᲘ.

ᲛᲔᲡᲐᲛᲔ, ᲛᲔ ᲒᲐᲕᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑ ᲝᲠᲛᲮᲠᲘᲕ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲔᲑᲡ, ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲐᲨᲨ-ᲘᲡ ᲔᲥᲡᲞᲝᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲖᲠᲓᲘᲗ ᲓᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲣᲚᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲪᲔᲛᲘᲗ.

ᲩᲔᲛᲘ ᲑᲝᲚᲝ ᲞᲠᲘᲝᲠᲘᲢᲔᲢᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ, ᲛᲮᲐᲠᲘ ᲓᲐᲕᲣᲭᲘᲠᲝ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ ᲡᲣᲕᲔᲠᲔᲜᲘᲢᲔᲢᲡᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲣᲚ ᲛᲗᲚᲘᲐᲜᲝᲑᲐᲡ ᲘᲛ ᲤᲝᲜᲖᲔ, ᲠᲝᲪᲐ ᲠᲣᲡᲔᲗᲡ ᲙᲕᲚᲐᲕ ᲝᲙᲣᲞᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲐᲥᲕᲡ ᲛᲘᲡᲘ [ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ] ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲔᲑᲘᲡ 20%. ᲕᲘᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚ ᲓᲐ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲗᲐᲜ, ᲠᲝᲛ ᲠᲣᲡᲔᲗᲘ ᲕᲐᲘᲫᲣᲚᲝᲗ ᲨᲔᲐᲡᲠᲣᲚᲝᲡ 2008 ᲬᲚᲘᲡ ᲪᲔᲪᲮᲚᲘᲡ ᲨᲔᲬᲧᲕᲔᲢᲘᲡ ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲘᲗ ᲓᲐ ᲒᲐᲔᲠᲝᲡ ᲥᲐᲠᲢᲘᲘᲗ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲘᲡᲘ ᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ.

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა რობინ დანიგენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იმ 4 პრიორიტეტზე ისაუბრა, რომელზეც საქართველოში ელჩად დანიშვნის შემთხვევაში იმუშავებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები